კახეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

© photo: Sputnik / Stringerმეხანძრე–მაშველები
მეხანძრე–მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
ამჟამად ადგილზე მუშაობას განაგრძობენ მეხანძრე-მაშველების ეკიპაჟები.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, ხანძარი განთიადისას გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ამ დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, სახლის ბინადრებმა შენობის დატოვება მოასწრეს, მაგრამ სახლის პატრონი უკან დაბრუნდა, თუმცა მეორედ გამოსვლა ვეღარ შეძლო.
მეხანძრე-მაშველების ეკიპაჟები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.
შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0