https://sputnik-georgia.com/20260817/saqartvelos-mtavrobam-telavs-stiqiis-sedegebtan-sabrzolvelad-damatebit-tanxa-gamouyo-300161178.html
საქართველოს მთავრობამ თელავს სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად დამატებით თანხა გამოუყო
საქართველოს მთავრობამ თელავს სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად დამატებით თანხა გამოუყო
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები თელავში ივლისის წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგების სალიკვიდაციოდ მიიმართება. 17.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-17T15:27+0400
2026-08-17T15:27+0400
2026-08-17T15:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
თელავი
კახეთი
საქართველოს რეგიონები
სტიქიური მოვლენები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/10/299667074_0:194:1024:770_1920x0_80_0_0_dac1d2c468b458a124ca98cc76f7f3ea.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 500.000 ლარი გამოიყო, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. 12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა. განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თელავის მუნიციპალიტეტს 500.000 ლარი გამოუყო. საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული. პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა. პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.
საქართველო
თელავი
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/10/299667074_0:98:1024:866_1920x0_80_0_0_86f5be60c031285fc50a9062132d3dad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თელავი, კახეთი , საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, თელავი, კახეთი , საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები, საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობამ თელავს სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად დამატებით თანხა გამოუყო
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები თელავში ივლისის წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგების სალიკვიდაციოდ მიიმართება.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 500.000 ლარი გამოიყო, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.
მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, თელავის მუნიციპალიტეტს 500.000 ლარი გამოუყო.
საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.
პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.