მაშველებმა მოზარდი ხევიდან უვნებლად ამოიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerსამაშველო სამსახური
სამაშველო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2024
გამოწერა
მოზარდების დასახმარებლად მაშველების გამოძახება გახდა საჭირო
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. კახეთში მაშველებმა ორი მოზარდი გადაარჩინეს, რომლებიც ხევიდან ამოსვლას ვერ ახერხებდნენ, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო ვეღარ შეძლეს უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა.
ადგილზე გამოძახებულმა მეხანძრე-მაშველებმა, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, მოზარდი ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად ამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0