https://sputnik-georgia.com/20231104/wawis-festivali-telavsi-283983181.html
თელავი ჭაჭის ფესტივალს მასპინძლობს
თელავი ჭაჭის ფესტივალს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. კახეთში ყოველწლიური ფესტივალი „ჭაჭა 2023" იმართება, იუწყება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. 04.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-04T18:40+0400
2023-11-04T18:40+0400
2023-11-04T18:40+0400
საქართველო
კახეთი
თელავი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/04/283983008_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_690342bfaa4944fa9ad9602dfb559dd9.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. კახეთში ყოველწლიური ფესტივალი „ჭაჭა 2023" იმართება, იუწყება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს ტარდება თელავში.„ჭაჭა" ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან.დღეს ფესტივალი მუსიკალურ-თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა კი საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია მოაწყო.გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტი გამოვლინდება, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორები ფულად ჯილდოს გადასცემენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის პალატა, ტურიზმის განვითარების ასოციაცია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საქპატენტი“ და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.
https://sputnik-georgia.com/20231104/saqpatentis-statia-wawaze-283979769.html
საქართველო
კახეთი
თელავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/04/283983008_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_d5a8264838cf11c041e9e5265904e80b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კახეთი , თელავი, ახალი ამბები
საქართველო, კახეთი , თელავი, ახალი ამბები
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. კახეთში ყოველწლიური ფესტივალი „ჭაჭა 2023" იმართება, იუწყება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ფესტივალი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს ტარდება თელავში.
„ჭაჭა" ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან.
დღეს ფესტივალი მუსიკალურ-თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა კი საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია მოაწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტი გამოვლინდება, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორები ფულად ჯილდოს გადასცემენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურის პალატა, ტურიზმის განვითარების ასოციაცია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საქპატენტი“ და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.