https://sputnik-georgia.com/20231019/bizina-kvernazis-saertasoriso-festivali-iwyeba-283436301.html
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება
Sputnik საქართველო
ფესტივალის ფარგლებში ორი კონცერტი გაიმართება თბილისში, კიდევ ორი – თელავში. 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T14:00+0400
2023-10-19T14:00+0400
2023-10-19T17:40+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თელავი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23285/39/232853960_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_f1a351843a0a0458abd0632c445d1537.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. დღეს საქართველოში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება. ფესტივალი წელს მეორედ იმართება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი კონცერტი. ორი კონცერტი გაიმართება თბილისში, ხოლო ორი – თელავში. ფესტივალი დღეს მსოფლიოში აღიარებული საოპერო ვარსკვლავის იანო ალიბეგაშვილის სოლო კონცერტით გაიხსნება. კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება. ასევე რუსთაველის თეატრში 21 ოქტომბერს გაიმართება ახალგაზრდა კომპოზიტორების საავტორო საღამო. კერძოდ, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში სპეციალური მოწვევით ჩამოსული ოთხი ფრანგი და ერთი ქართველი კომპოზიტორი. შემდეგი ორი კონცერტი 28 და 29 ოქტომბერს თელავში გაიმართება. 28 ოქტომბერს სცენა საფორტეპიანო მუსიკას დაეთმობა, ხოლო 29 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება თითების თეატრის წარმოდგენა ბიძინა კვერნაძის ბალეტი „სერაფიტას" მიხედვით. ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დაიბადა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. მისი რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი", „მედეა", „უკვდავება", „კანტატა საქართველოზე", „სადღესასწაულო უვერტიურა", „ძველი ქართული", „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის". კომპოზიტორს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისთვის „დათა თუთაშხია" (ჯანსუღ კახიძესთან ერთად), „უდიპლომო სასიძო", „ნატვრის ხე", „თეთრი ბაირაღები". მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები „ჭინჭრაქა", „ყვარყვარე თუთაბერი", „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მე ვხედავ მზეს" და სხვ.
საქართველო
თელავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23285/39/232853960_56:0:945:667_1920x0_80_0_0_4b124f0425d96a47dd01a0a90aca9ba4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თელავი
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თელავი
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება
14:00 19.10.2023 (განახლებულია: 17:40 19.10.2023) ფესტივალის ფარგლებში ორი კონცერტი გაიმართება თბილისში, კიდევ ორი – თელავში.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. დღეს საქართველოში ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იწყება.
ფესტივალი წელს მეორედ იმართება.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი კონცერტი. ორი კონცერტი გაიმართება თბილისში, ხოლო ორი – თელავში.
ფესტივალი დღეს მსოფლიოში აღიარებული საოპერო ვარსკვლავის იანო ალიბეგაშვილის სოლო კონცერტით გაიხსნება. კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება.
ასევე რუსთაველის თეატრში 21 ოქტომბერს გაიმართება ახალგაზრდა კომპოზიტორების საავტორო საღამო. კერძოდ, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში სპეციალური მოწვევით ჩამოსული ოთხი ფრანგი და ერთი ქართველი კომპოზიტორი.
შემდეგი ორი კონცერტი 28 და 29 ოქტომბერს თელავში გაიმართება. 28 ოქტომბერს სცენა საფორტეპიანო მუსიკას დაეთმობა, ხოლო 29 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება თითების თეატრის წარმოდგენა ბიძინა კვერნაძის ბალეტი „სერაფიტას" მიხედვით.
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დაიბადა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. მისი რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი", „მედეა", „უკვდავება", „კანტატა საქართველოზე", „სადღესასწაულო უვერტიურა", „ძველი ქართული", „სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის".
კომპოზიტორს შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისთვის „დათა თუთაშხია" (ჯანსუღ კახიძესთან ერთად), „უდიპლომო სასიძო", „ნატვრის ხე", „თეთრი ბაირაღები". მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები „ჭინჭრაქა", „ყვარყვარე თუთაბერი", „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მე ვხედავ მზეს" და სხვ.