https://sputnik-georgia.com/20230117/orsuls-scemda-da-gers-aupatiurebda-mamakacs-16-wlit-patimroba-miusajes-274005387.html
ორსულ ცოლს სცემდა და გერს აუპატიურებდა: მამაკაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ორსულ ცოლს სცემდა და გერს აუპატიურებდა: მამაკაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Sputnik საქართველო
სასამართლოზე გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდის დამტკიცება მოხერხდა. 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T18:51+0400
2023-01-17T18:51+0400
2023-01-17T21:51+0400
შემთხვევები საქართველოში
თელავი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_6ecd536dbc0b635205b18e662a2fa2d1.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის გაუპატიურებისთვის 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.პროკურატურის ცნობით, მამაკაცი ასევე დამნაშავედ ცნეს სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე.პროკურატურამ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ბრალდებული სცემდა თავის არასრულწლოვან შვილებს, ასევე მეუღლეს, მათ შორის ორსულობის პერიოდში და მოკვლით ემუქრებოდა მას.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მამაკაცი თავის მცირეწლოვან გერზე სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. ასევე იგი ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვან დაზარალებულს სისტემატურად აუპატიურებდა.სასამართლოზე ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდის დამტკიცება მოხერხდა. სასამართლომ ბრალდებული ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
თელავი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2cf76b184f4540d4368889b99496a66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, თელავი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, თელავი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ორსულ ცოლს სცემდა და გერს აუპატიურებდა: მამაკაცს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
18:51 17.01.2023 (განახლებულია: 21:51 17.01.2023) სასამართლოზე გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდის დამტკიცება მოხერხდა.
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის გაუპატიურებისთვის 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
პროკურატურის
ცნობით, მამაკაცი ასევე დამნაშავედ ცნეს სექსუალური ხასიათის ქმედების, ოჯახში ძალადობის, სისტემატური ცემისა და მუქარის ფაქტებზე.
პროკურატურამ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ბრალდებული სცემდა თავის არასრულწლოვან შვილებს, ასევე მეუღლეს, მათ შორის ორსულობის პერიოდში და მოკვლით ემუქრებოდა მას.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მამაკაცი თავის მცირეწლოვან გერზე სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს. ასევე იგი ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვან დაზარალებულს სისტემატურად აუპატიურებდა.
სასამართლოზე ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდის დამტკიცება მოხერხდა. სასამართლომ ბრალდებული ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ გაუპატიურების რამდენიმე ეპიზოდში, გაამართლა გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე.