ტრაგედია კახეთში: ახალგაზრდა ქალი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თელავში, საკუთარ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ალაზნის ქუჩაზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, 25 წლის ქალი გარდაცვლილი აბაზანაში იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა, თუმცა ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0