ლატვია, ლატვიის რესპუბლიკა – ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიის რეგიონში. ესაზღვრება ესტონეთი, ლიეტუვა, რუსეთი, ბელარუსი, საზღვაო საზღვარი აქვს შვედეთთან. ევროპის კავშირში ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანაა. ლატვიის დედაქალაქია რიგა. სახელმწიფო ენაა ლატვიური ენა. ქვეყნის ვალუტაა ევრო. ის დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო 1918–1940 წლებში, შემდეგ შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა 1991 წელს. ლატვია არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროკავშირის შესვლასთან დაკავშირებით 2003 წელს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. 2004 წლიდან ლატვია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.
გაეცანით სიახლეებს ლატვიის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.