https://sputnik-georgia.com/20230930/rigasi-qartul-rvinos-gaecnen-282819519.html
რიგაში ქართულ ღვინოს გაეცნენ
რიგაში ქართულ ღვინოს გაეცნენ
Sputnik საქართველო
პრეზენტაციას ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები დაესწრნენ. 30.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-30T17:03+0400
2023-09-30T17:03+0400
2023-09-30T18:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ლატვია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_605253b68a55073bdd6cfcb9f51ecf10.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ლატვიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ქართული ღვინის წარდგენა რიგაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის TRIBE INTERNATIONAL ორგანიზებით მოხდა.ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები დაესწრნენ. საპრეზენტაციოდ წარდგენილი იყო 10-მდე დასახელების ქართული ღვინო.ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობის მიზნით აქტიურად ახორციელებს სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებებს.რიგაში ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აქტიურად არის წარმოდგენილი.
საქართველო
ლატვია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2055:1541_1920x0_80_0_0_91a229ca5351c8ce48dc9c9d8a4763c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ლატვია
ახალი ამბები, საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ლატვია
რიგაში ქართულ ღვინოს გაეცნენ
17:03 30.09.2023 (განახლებულია: 18:03 30.09.2023) პრეზენტაციას ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები დაესწრნენ.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ლატვიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული ღვინის წარდგენა რიგაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის TRIBE INTERNATIONAL ორგანიზებით მოხდა.
ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები დაესწრნენ. საპრეზენტაციოდ წარდგენილი იყო 10-მდე დასახელების ქართული ღვინო.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშესაწყობის მიზნით აქტიურად ახორციელებს სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებებს.
რიგაში ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აქტიურად არის წარმოდგენილი.