ესტონეთი, ესტონეთის რესპუბლიკა – სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში. ესაზღვრება ლატვია, რუსეთი, ასევე ფინეთის ყურე, ბალტიის ზღვა, ჩუდ–ფსკოვის ტბა. ბალტიის მეორე მხარეს დასავლეთით მდებარეობს შვედეთი, ჩრდილოეთით – ფინეთი. ესტონეთი არის დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც იყოფა 15 მაზრად. ესტონეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ტალინი. ესტონეთმა, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, დამოუკიდებლობა მიიღო 1991 წელს და ის აღიარებული იყო გაეროს მიერ. 2004 წელს ესტონეთი ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ქვეყანას ჰყავს სახელმწიფო მეთაური – პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური – პრემიერ–მინისტრი, საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი პარლამენტი რიიგიკოგუ. ესტონეთის ქალაქებიდან გამოირჩევა ტარტუ, კოჰტლა–იარვე, ნარვა, პიარნუ, ჰააფსალუ, ვილიანდი.

გაეცანით სიახლეებს ესტონეთის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0