https://sputnik-georgia.com/20260223/papuashvili-estonetis-elchze-297290674.html
პაპუაშვილმა ესტონეთის ელჩი საქართველოს განათლების რეფორმაში ჩარევაში დაადანაშაულა
პაპუაშვილმა ესტონეთის ელჩი საქართველოს განათლების რეფორმაში ჩარევაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერის თქმით, მთელი ცინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ის რეფორმა, რომელიც ახლა საქართველოში ხორციელდება, ფაქტობრივად, არის ესტონური მოდელი, რომელზეც... 23.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-23T21:26+0400
2026-02-23T21:26+0400
2026-02-23T21:26+0400
საქართველო
ესტონეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24874/92/248749222_0:69:2592:1527_1920x0_80_0_0_6dda20f26f26baed5ebab7ae0faecd90.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ესტონეთის ელჩი უხეშად ერევა განათლების რეფორმის საკითხში და ღიად უჭერს მხარს მის მოწინააღმდეგეებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ესტონეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მარგე მარდისალუ-კაჰარმის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“ - „ილიაუნის" რექტორი მთავრობის მიერ წარმოდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამოდის.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასაცილოა, რომ ესტონეთის ელჩი ასე უხეშად და ცინიკურად ერევა საქართველოს განათლების რეფორმის საკითხში.საუბარია ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე საქართველოში ელჩ მარგე მარდისალუ-კაჰარის სომხეთში გადაყვანის შესახებ. ელჩს აღნიშნული თანამდებობა 2024 წლიდან ეკავა.10 მარტს მარგე მარდისალუ-კაჰარი ელჩის თანამდებობას დატოვებს და გადავა სომხეთში, სადაც ესტონეთის საელჩოს გახსნა იგეგმება. საქართველოში ესტონეთის დიპლომატიურ მისიას დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს.პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთის ხელისუფლებამ საქართველოს 102 მოქალაქე „პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა - „ლამის ნახევარი მთავრობა, ნახევარი პარლამენტი და ნახევარი სასამართლო".უმაღლესი სასწავლებლების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, მთავრობამ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა გამოაცხადა. მიუხედავად სტუდენტთა მიღების გაზრდილი კვოტებისა, რიგ სპეციალობებზე ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ყველაზე დიდი შემცირება „ილიაუნს" შეეხო. როგორც მთავრობამ აღნიშნა, კორექტივები შრომის ბაზრის ანალიზის შემდეგ იქნა შეტანილი.2026 წლიდან ინერგება ახალ სისტემა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, ხოლო თავად სახელმწიფო უნივერსიტეტები ვიწროპროფილურები გახდებიან.უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამა სამწლიანი გახდება, ხოლო მაგისტრის ხარისხის მიღებას ერთი წელი დასჭირდება. დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს მაგისტრატურის პროგრამაზე დამატებით ერთი წლის გავლა მოუწევთ.
საქართველო
ესტონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24874/92/248749222_232:0:2360:1596_1920x0_80_0_0_6b22691d0ed8057fc1ea2d067d7d7b60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ესტონეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველოს მთავრობა
საქართველო, ესტონეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველოს მთავრობა
პაპუაშვილმა ესტონეთის ელჩი საქართველოს განათლების რეფორმაში ჩარევაში დაადანაშაულა
პარლამენტის სპიკერის თქმით, მთელი ცინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ის რეფორმა, რომელიც ახლა საქართველოში ხორციელდება, ფაქტობრივად, არის ესტონური მოდელი, რომელზეც საქართველოს უმაღლესი განათლება გადადის.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ესტონეთის ელჩი უხეშად ერევა განათლების რეფორმის საკითხში და ღიად უჭერს მხარს მის მოწინააღმდეგეებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ესტონეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მარგე მარდისალუ-კაჰარმის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“ - „ილიაუნის" რექტორი მთავრობის მიერ წარმოდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამოდის.
„მთელი ცინიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ის რეფორმა, რომელიც ახლა საქართველოში ხორციელდება, ფაქტობრივად, არის ესტონური მოდელი, რომელზეც საქართველოს უმაღლესი განათლება გადადის. ესტონურ მოდელზე გადასვლას კი თავს ესხმის ესტონეთის ელჩი. ალბათ, ელჩს თავისი ქვეყნის უმაღლესი განათლება არ მოსწონს", - განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სასაცილოა, რომ ესტონეთის ელჩი ასე უხეშად და ცინიკურად ერევა საქართველოს განათლების რეფორმის საკითხში.
„აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი საკითხია, რომ განათლების რეფორმის საკითხში ერევა სომხეთში ესტონეთის მომავალი ელჩი, რომელიც ჯერჯერობით აქ არის, მაგრამ ვიცით, რომ ის თავის თავს უკვე ხედავს, სომხეთში ესტონეთის ელჩად", - განაცხადა სპიკერმა.
საუბარია ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე საქართველოში ელჩ მარგე მარდისალუ-კაჰარის სომხეთში გადაყვანის შესახებ. ელჩს აღნიშნული თანამდებობა 2024 წლიდან ეკავა.
10 მარტს მარგე მარდისალუ-კაჰარი ელჩის თანამდებობას დატოვებს და გადავა სომხეთში, სადაც ესტონეთის საელჩოს გახსნა იგეგმება. საქართველოში ესტონეთის დიპლომატიურ მისიას დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს.
პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთის ხელისუფლებამ საქართველოს 102 მოქალაქე „პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა - „ლამის ნახევარი მთავრობა, ნახევარი პარლამენტი და ნახევარი სასამართლო".
„ეს, რა თქმა უნდა, არის მტრული ნაბიჯი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
უმაღლესი სასწავლებლების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, მთავრობამ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა გამოაცხადა. მიუხედავად სტუდენტთა მიღების გაზრდილი კვოტებისა, რიგ სპეციალობებზე ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ყველაზე დიდი შემცირება „ილიაუნს" შეეხო. როგორც მთავრობამ აღნიშნა, კორექტივები შრომის ბაზრის ანალიზის შემდეგ იქნა შეტანილი.
2026 წლიდან ინერგება ახალ სისტემა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, ხოლო თავად სახელმწიფო უნივერსიტეტები ვიწროპროფილურები გახდებიან.
უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამა სამწლიანი გახდება, ხოლო მაგისტრის ხარისხის მიღებას ერთი წელი დასჭირდება. დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს მაგისტრატურის პროგრამაზე დამატებით ერთი წლის გავლა მოუწევთ.