პრემიერი: საქართველო ესტონეთისა და ლიეტუვის პროვოკაციას არ წამოეგება

© Georgian Dreamირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2024
გამოწერა
ლიეტუვამ და ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების 20-ზე მეტი წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ესტონეთისა და ლიტვის ხელისუფლებას დაევალა საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა, თუმცა, საპასუხოდ ხელისუფლება დარჩება ამ ქვეყნებთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი ზურაბ ხამაშურიძეს დაიბარეს, რათა ემსჯელათ „საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობასა" და „საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ესტონეთის შესახებ გაკეთებულ მტრულ განცხადებაზე.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ესტონეთის და ლიეტუვის ხელისუფლებას დაავალეს პროვოკაციის მოწყობა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამის ძალებს ჰქონდათ გათვლა, რომ ავყვებოდით პროვოკაციას, თუმცა ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით და დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში", - განაცხადა კობახიძემ.
დეკემბერში ესტონეთმა საქართველოს მთავრობის 14 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 16 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაატაროს საპასუხო ზომები ლიეტუვისა და ესტონეთის მხრიდან სანქციებთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, ამ ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით.
საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას გუშინდელ განცხადებას იმისი თაობაზე, რომ „ავტორიტარული ხელისუფლებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები არის მიუღებელი, მტრული და სიცრუით სავსე“.
„როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვენ შევინარჩუნებთ სწორედ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს იმ ტრადიციული მეგობრობის გათვალისწინებით, რომელიც ქართველ ხალხს აკავშირებს ესტონელ და ლიეტუველ ხალხთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია აქ იქნება უცვლელი“, - განაცხადა კობახიძემ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, ასევე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდი.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაციია „შოკში ჩააგდო ხალხი და აიძულა ისინი გამოსულიყვნენ ქუჩაში“, რათა გამოთქვან აზრი, რისი უფლებაც აქვთ.
16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი და სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ საკითხი უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა უნგრეთმა, სლოვაკეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა. ამასთან, სხდომის შედეგების თანახმად მიღწეულ იქნა შეთანხმება ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
გასულ წელს საქართველომ სტატუსთან ერთად მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
ყველა ახალი ამბავი
0