https://sputnik-georgia.com/20241216/saqartvelom-lietuvisa-da-estonetis-wunaagmdeg-zomebis-gatarebaze-uari-tqva-291425954.html
საქართველომ ლიეტუვისა და ესტონეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარებაზე უარი განაცხადა
საქართველომ ლიეტუვისა და ესტონეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარებაზე უარი განაცხადა
Sputnik საქართველო
ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს თავი ვერ დააღწიეს, ნათქვამია განცხადებაში 16.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-16T12:12+0400
2024-12-16T12:12+0400
2024-12-16T12:12+0400
საქართველო
ლიეტუვა
ესტონეთი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1ddf034d6f8cd285cf8defbcb3fe9bc9.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაატაროს საპასუხო ზომები ლიეტუვისა და ესტონეთის მხრიდან სანქციებთან დაკავშირებით - ამ ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.ესტონეთმა საქართველოს მთავრობის 14 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 16 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა სოციალურ ქსელში დაწერა, ლიეტუვა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ ოცნებას. თუმცა, „დადგა დრო ერთობლივი ქმედებებისთვის ევროკავშირის დონეზე".აქედან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა ორივე სახელმწიფოსთან დარჩეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა საფრთხე არ შეუქმნას ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის, ნათქვამია განცხადებაში.„ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ", - ნათქვამია განცხადებაში.სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ, აღნიშნულია განცხადებაში.დეკემბრის დასაწყისში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და შსს-ის მთელი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა თავიანთ ქვეყნებში შესვლა აუკრძალა ბიძინა ივანიშვილს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს და გიორგტი ბუთხუზს, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეებს მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძეს, საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თეიმურაზ კუპატაძეს.ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავიანთი გადაწყვეტილება ახსნეს როგორც პასუხი საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი.
საქართველო
ლიეტუვა
ესტონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_6a6ab6db9ee50c7db89108d803783a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ლიეტუვა , ესტონეთი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, ლიეტუვა , ესტონეთი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველომ ლიეტუვისა და ესტონეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარებაზე უარი განაცხადა
ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს თავი ვერ დააღწიეს, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაატაროს საპასუხო ზომები ლიეტუვისა და ესტონეთის მხრიდან სანქციებთან დაკავშირებით - ამ ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ესტონეთმა საქართველოს მთავრობის 14 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 16 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა სოციალურ ქსელში დაწერა, ლიეტუვა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ ოცნებას. თუმცა, „დადგა დრო ერთობლივი ქმედებებისთვის ევროკავშირის დონეზე".
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს. თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", - ნათქვამია საქართველოს მთავერობის განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა ორივე სახელმწიფოსთან დარჩეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა საფრთხე არ შეუქმნას ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის, ნათქვამია განცხადებაში.
„ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ, აღნიშნულია განცხადებაში.
„სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი. ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს!“,- აღნიშნულია განცხადებაში.
დეკემბრის დასაწყისში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და შსს-ის მთელი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა თავიანთ ქვეყნებში შესვლა აუკრძალა ბიძინა ივანიშვილს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს და გიორგტი ბუთხუზს, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეებს მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძეს, საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თეიმურაზ კუპატაძეს.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავიანთი გადაწყვეტილება ახსნეს როგორც პასუხი საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი.