საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავიანთი გადაწყვეტილება ახსნეს როგორც პასუხი საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ხელისუფლებების მიერ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და შსს-ის მთელი ხელმძღვანელობისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნული ქვეყნების ელჩები დაიბარეს.
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა თავიანთ ქვეყნებში შესვლა აუკრძალა ბიძინა ივანიშვილს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს და გიორგტი ბუთხუზს, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეებს მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძეს, საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თეიმურაზ კუპატაძეს
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავიანთი გადაწყვეტილება ახსნეს როგორც პასუხი საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, არ ცხრება.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ განგაში ატეხეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შეიყვანეს, რომელთა შორის არიან, ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები.
შსს-ს ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 224 ადამიანი.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0