https://sputnik-georgia.com/20250509/kobaxidze-chven-estonettan-calmxriv-megobrobis-rejimshi-vrchebit-293294024.html
კობახიძე: ჩვენ ვრჩებით ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
კობახიძე: ჩვენ ვრჩებით ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით იღებენ. 09.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-09T16:08+0400
2025-05-09T16:08+0400
2025-05-10T09:03+0400
საქართველო
ესტონეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_0:38:2044:1188_1920x0_80_0_0_5cf4b7e0fb37598cbe1ce854fbf062f1.jpg
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ესტონეთის მიერ სანქციების დაწესება არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. 8 მაისს ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს.2024 წლის დეკემბერში ესტონეთმა საქართველოს მთავრობის 25 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 28 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. ასევე ლატვიამ დააწესა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.აღნიშნულმა ქვეყნებმა მიმდინარე წლის მარტში ქართველი სანქცირებული ჩინოვნიკების სია, რომელთაც ბალტიის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ, გააფართოვეს. ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაატაროს საპასუხო ზომები. მათი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით. საქართველო და დასავლეთი საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა. შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით. აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.
საქართველო
ესტონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_207:0:1839:1224_1920x0_80_0_0_3f55a579f35e298d0ed988e91a27011b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ესტონეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ესტონეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძე: ჩვენ ვრჩებით ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
16:08 09.05.2025 (განახლებულია: 09:03 10.05.2025) საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით იღებენ.
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ესტონეთის მიერ სანქციების დაწესება არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
8 მაისს ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს.
„ესტონეთს მანამდეც აქვს სანქციები დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობახიძემ.
2024 წლის დეკემბერში ესტონეთმა საქართველოს მთავრობის 25 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 28 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. ასევე ლატვიამ დააწესა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
აღნიშნულმა ქვეყნებმა მიმდინარე წლის მარტში ქართველი სანქცირებული ჩინოვნიკების სია, რომელთაც ბალტიის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ, გააფართოვეს.
ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაატაროს საპასუხო ზომები. მათი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. საქართველოს მთავრობას მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
შტატებმა ასევე შეაჩერეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
აშშ-მ „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" საქართველოს 100-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, დეპუტატებსა და ძალოვანებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, გარდა ამისა დააწესა სანქციები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების 300-ზე მეტ წარმომადგენელს სავიზო სანქციები დაუწესა.