https://sputnik-georgia.com/20241218/tadumadze-strasburgis-sasamartlostvis-mimartvas-gegmavs-291463351.html
ლიეტუვის მიერ დასანქცირებული მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს
ლიეტუვის მიერ დასანქცირებული მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს
Sputnik საქართველო
დეკემბერში ლიეტუვამ საქართველოს 28 მაღალჩინოსნის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა 18.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-18T21:26+0400
2024-12-18T21:26+0400
2024-12-18T21:28+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ესტონეთი
ლიეტუვა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_0:189:2965:1857_1920x0_80_0_0_600ad0e40fc989eb52f261ce06b26c8a.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გეგმავს ლიეტუვის მხრიდან მის მიმართ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.დეკემბერში ესტონეთმა საქართველოს 25 მაღალჩინოსნის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 28 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. გარდა ამისა, ლატვიამ სანქციები დააწესა შსს-ის ჩინოვნიკებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვამდე თადუმაძემ წერილი გაუგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს თხოვნით უწყებაში მოიწვიოს საქართველოში ლიეტუვის ელჩი, რათა გაირკვეს ქართველი პოლიტიკოსებთან ერთად თუ რატომ დაწესდა მის წინააღმდეგ სანქციები.გარდა ამისა, მას სურს მიიღოს ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ იგი ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად.„ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს 5 ათასამდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე", - განაცხადა თადუმაძემ.მისი თქმით, ორივე საქმესთან მიმართებით - „გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ" და „დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლებრივად დასაბუთებული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი.საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ მიიღოს საპასუხო ზომები ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, ამ ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით.ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხო ქმედებად შეაფასეს.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
საქართველო
ესტონეთი
ლიეტუვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24360/85/243608538_118:0:2847:2047_1920x0_80_0_0_d4b8358a53aaef19e17cc32699356309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ესტონეთი , ლიეტუვა , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ესტონეთი , ლიეტუვა , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ლიეტუვის მიერ დასანქცირებული მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს
21:26 18.12.2024 (განახლებულია: 21:28 18.12.2024) დეკემბერში ლიეტუვამ საქართველოს 28 მაღალჩინოსნის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე გეგმავს ლიეტუვის მხრიდან მის მიმართ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
დეკემბერში ესტონეთმა საქართველოს 25 მაღალჩინოსნის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 28 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. გარდა ამისა, ლატვიამ სანქციები დააწესა შსს-ის ჩინოვნიკებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, – აღნიშნულია თადუმაძის წერილში.
სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვამდე თადუმაძემ წერილი გაუგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს თხოვნით უწყებაში მოიწვიოს საქართველოში ლიეტუვის ელჩი, რათა გაირკვეს ქართველი პოლიტიკოსებთან ერთად თუ რატომ დაწესდა მის წინააღმდეგ სანქციები.
„მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემი დასწრება, რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი", - დაწერა თადუმაძემ.
გარდა ამისა, მას სურს მიიღოს ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ იგი ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად.
„ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს 5 ათასამდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე", - განაცხადა თადუმაძემ.
მისი თქმით, ორივე საქმესთან მიმართებით - „გიორგი უგულავა საქართველოს წინააღმდეგ" და „დავით კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის სამართლებრივად დასაბუთებული და პოლიტიკურად მიუკერძოებელი.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ მიიღოს საპასუხო ზომები ლიეტუვისა და ესტონეთის სანქციებთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, ამ ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხო ქმედებად შეაფასეს.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.