https://sputnik-georgia.com/20241203/baltiis-qveynebis-elchebi-daibares-291230055.html
ბალტიის ქვეყნების ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში - შეხვედრის დეტალები
ბალტიის ქვეყნების ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში - შეხვედრის დეტალები
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული... 03.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-03T23:00+0400
2024-12-03T23:00+0400
2024-12-03T23:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ლიეტუვა
ლატვია
ესტონეთი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_0:11:1500:855_1920x0_80_0_0_bfe0d0e93ae6bdd43ebc23da2a4b3d63.jpg
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის ელჩებმა და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მიუღებლობა გამოხატეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამი ქვეყნის დიპლომატები მას შემდეგ დაიბარეს, რაც ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა თავიანთ ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს და გიორგტი ბუთხუზს, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეებს მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძეს, საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თეიმურაზ კუპატაძეს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს საელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.„შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს", - ნათქვამია განცხადებაში.გარდა ამისა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას.ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება - ყველაზე მასშტაბური აქცია თბილისში, პარლამენტთან ტარდება.თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, არ ცხრება.მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ განგაში ატეხეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შეიყვანეს, რომელთა შორის არიან, ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები.შსს-ს ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 224 ადამიანი.წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
საქართველო
ლიეტუვა
ლატვია
ესტონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/93/234329334_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_57427d1e636108ee7c4aae6a807310b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ლიეტუვა , ლატვია , ესტონეთი , პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ლიეტუვა , ლატვია , ესტონეთი , პოლიტიკა საქართველოში
ბალტიის ქვეყნების ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში - შეხვედრის დეტალები
შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის ელჩებმა და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მიუღებლობა გამოხატეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამი ქვეყნის დიპლომატები მას შემდეგ დაიბარეს, რაც ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა თავიანთ ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს „ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეებს შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს და გიორგტი ბუთხუზს, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეებს მილერი ლაგაზაურს და მირზა კეზევაძეს, საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თეიმურაზ კუპატაძეს.
„მიუღებელია განცხადებები, რომლებიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენისკენ და აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს საელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
„შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას.
ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს.
„შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იმედი გამოითქვა, რომ მხარეები დაუბრუნდებიან ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება - ყველაზე მასშტაბური აქცია თბილისში, პარლამენტთან ტარდება.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, არ ცხრება.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ განგაში ატეხეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პარასკევიდან სამშაბათის ჩათვლით პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში 147 დაშავებული შეიყვანეს, რომელთა შორის არიან, ჟურნალისტები, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები.
შსს-ს ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს - „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა" და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“. აღნიშნული ბრალდებებით დაკავებულია 5 პირი. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 224 ადამიანი.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ განაცხადა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.