ფარული გარიგებები რუსეთთან: საქართველომ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2025
გამოწერა
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები ბალტიისპირეთის ქვეყნების ეროვნული ინტერესის საკითხად იქცა.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. სანქციების მიუხედავად, ევროპული კომპანიები რუსეთთან ფარულ გარიგებებს აგრძელებენ და ჩრდილოვან ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის კომპანიების ქსელმა საწვავით შეავსო რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ტანკერები, რომლებსაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის და სხვა ქვეყნებში ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს. აღნიშნული ლიეტუვის მედიაკომპანია LRT-ის მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ არ გააკეთო, შენი ეკონომიკა ჩამოაქციე. მათ აქვთ ევროკავშირის ქოლგა და პარალელურად ფარულ გარიგებებს და ეკონომიკურ, ჩრდილოვან საქმიანობას ეწევიან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
პოლიტიკა პოლიტიკად, მაგრამ ბიზნესი და ფული ყველას აინტერესებს, აღნიშნა დეპუტატმა.
„ხანდახან ჩვენკენ რომ გამოიშვერენ ხოლმე აბსოლუტურად დაუსაბუთებლად თითს, ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რაც სანქცირებულ რუსეთთან ირიბ, პირდაპირ, თუ ფარულ ეკონომიკურ კავშირებზე მეტყველებს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები ბალტიისპირეთის ქვეყნების ეროვნული ინტერესის საკითხად იქცა. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს არ წყვეტენ, თუმცა, საქართველოს აკრიტიკებენ, ხშირად ცრუ ნარატივებზე დაყრდნობით.
დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი არ დააწესებდნენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ თავად საქართველოს დააზარალებდა.
ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
დღემდე, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილების შესახებ წაყენებული არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
ყველა ახალი ამბავი
0