მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბალტიისპირეთის ქვეყნების რიტორიკა რუსეთის მიმართ ისტერიულად აგრესიულია - პესკოვი

© photo: Sputnik / Alexander Lipovetsბალტიისპირეთის ქვეყნების და აშშ-ის დროშები
ბალტიისპირეთის ქვეყნების და აშშ-ის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2026
გამოწერა
ასე გამოეხმაურა კრემლის წარმომადგენელი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პენტაგონმა რამდენიმე ქვეყანას სთხოვა, შეერბილებინათ ანტირუსული რიტორიკა, რადგან ის ევროპულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ბალტიისპირეთის ქვეყნების რიტორიკა ისტერიულად აგრესიულია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ასე გამოეხმაურა კრემლის წარმომადგენელი სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პენტაგონმა რამდენიმე ქვეყანას სთხოვა, შეერბილებინათ ანტირუსული რიტორიკა, რადგან ის ევროპულ უსაფრთხოებას ძირს უთხრის. სააგენტოს ცნობით, რომელიც ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, ეს თხოვნა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის უწყებებს ეხებოდა.
დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ არავინ იცის, იყო თუ არა მსგავსი თხოვნა რეალურად გაჟღერებული და დასძინა, რომ აქ ყველაფერი „ორზე უნდა გავყოთ“.
„მაგრამ ის რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების რიტორიკა უკიდურესად აგრესიულია, ეს აშკარაა. ის რომ ის ისტერიულად აგრესიულია, ესეც აშკარაა“, — განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.
ყველა ახალი ამბავი
0