https://sputnik-georgia.com/20250305/bochorishvili-saqartvelosadmi-ormagi-standarti-baltiispiretis-interesia-292369946.html
მინისტრი: საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი ბალტიისპირეთის ქვეყნების ეროვნული ინტერესია
მინისტრი: საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი ბალტიისპირეთის ქვეყნების ეროვნული ინტერესია
Sputnik საქართველო
ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ცრუ ინფორმაციასა და ცრუ ნარატივებზე დაყრდნობით აკრიტიკებენ, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა 05.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-05T17:00+0400
2025-03-05T17:00+0400
2025-03-05T17:00+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ლიეტუვა
ლატვია
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d2669eb924233245c484b521023eff62.jpg
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები ეროვნული ინტერესების საკითხი გახდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს. ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებისკენ. ამავდროულად, ლიეტუვა და ლატვია რუსეთში ღვინის ექსპორტის მხრივ ლიდერებს შორის არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ღვინოს არ აწარმოებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლიეტუვისა და ლატვიის ხელისუფლებები უარს არ ამბობენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ამასთან აკრიტიკებენ საქართველოს, ხშირად ცრუ ნარატივებზე დაყრდნობით. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ გაზარდა ღვინის ექსპორტი რუსეთში, მაშინ როცა საქართველოს მოუწოდებდა მაღაზიების დახლებიდან რუსული საქონელი ამოეღო. ამასთან, როგორც სპიკერმა აღნიშნა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ლიეტუვა გახდა მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთში ღვინის ექსპორტის მხრივ. ამასთან, იგი თავად ღვინოს არ აწარმოებს. „ალბათ, ყველა დაფიქრდება, რაშია ამ ამბის მორალი“, -განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გამოაქვეყნა საქართველოში ლიეტუვის ყოფილი ელჩის ანდრიუს კალინდრას მიერ 2022 წლის 26 თებერვალს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მეორე დღეს სოცქსელში X გამოქვეყნებული პოსტი თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში რუსული წარმოების პროდუქტების ფოტოებით და მოწოდებით, შევწყვიტოს საქართველომ რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერა. საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 7%-ით გაიზარდა და 203,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველო
ლიეტუვა
ლატვია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_52:0:961:682_1920x0_80_0_0_d485e51af441b2208dea59d847df514b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ლიეტუვა , ლატვია , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ლიეტუვა , ლატვია , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მინისტრი: საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი ბალტიისპირეთის ქვეყნების ეროვნული ინტერესია
ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ცრუ ინფორმაციასა და ცრუ ნარატივებზე დაყრდნობით აკრიტიკებენ, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები ეროვნული ინტერესების საკითხი გახდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს.
ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებისკენ. ამავდროულად, ლიეტუვა და ლატვია რუსეთში ღვინის ექსპორტის მხრივ ლიდერებს შორის არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ღვინოს არ აწარმოებენ.
„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყნებისთვის (ლიეტუვა, ლატვია - რედ.) ორმაგი სტანდარტით საქართველოსთან დამოკიდებულება ეროვნულ ინტერესად იქცა“,- განაცხადა ბოჭრიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ლიეტუვისა და ლატვიის ხელისუფლებები უარს არ ამბობენ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ამასთან აკრიტიკებენ საქართველოს, ხშირად ცრუ ნარატივებზე დაყრდნობით.
„თავად ხელმძღვანელობენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არ ერიდებიან არც რუსეთთან ვაჭრობას და ურთიერთობებს, ჩვენ გვაკრიტიკებენ ყველაფრისთვის, მათ შორის ცრუ ინფორმაციებზე და ცრუ ნარატივებზე დაყრდნობით“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ გაზარდა ღვინის ექსპორტი რუსეთში, მაშინ როცა საქართველოს მოუწოდებდა მაღაზიების დახლებიდან რუსული საქონელი ამოეღო.
ამასთან, როგორც სპიკერმა აღნიშნა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ლიეტუვა გახდა მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა რუსეთში ღვინის ექსპორტის მხრივ. ამასთან, იგი თავად ღვინოს არ აწარმოებს.
„ალბათ, ყველა დაფიქრდება, რაშია ამ ამბის მორალი“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გამოაქვეყნა საქართველოში ლიეტუვის ყოფილი ელჩის ანდრიუს კალინდრას მიერ 2022 წლის 26 თებერვალს, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მეორე დღეს სოცქსელში X გამოქვეყნებული პოსტი თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში რუსული წარმოების პროდუქტების ფოტოებით და მოწოდებით, შევწყვიტოს საქართველომ რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერა.
საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 7%-ით გაიზარდა და 203,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.