https://sputnik-georgia.com/20230726/marat-kasemma-latvia-datova-280329533.html
დევნის შიშით: მარატ კასემმა ლატვია დატოვა
დევნის შიშით: მარატ კასემმა ლატვია დატოვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მარატ კასემმა, „Sputnik–ლიტვის“ მთავარმა რედაქტორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის გამო ლატვია დატოვა, განაცხადა რუსეთის... 26.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-26T10:39+0400
2023-07-26T10:39+0400
2023-07-26T18:00+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
ლატვია
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275792617_0:316:3077:2047_1920x0_80_0_0_0007646affb53c9e159208f23603dc99.jpg
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მარატ კასემმა, „Sputnik–ლიტვის“ მთავარმა რედაქტორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის გამო ლატვია დატოვა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.მისი თქმით, აშკარა იყო, რომ ჟურნალისტს, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაათავისუფლეს ლატვიის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით, ლატვიის ხელისუფლება „თავს არ დაანებებდა“.კასემმა ლატვია ჯარიმის გადახდისა და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილის გაბათილების შემდეგ დატოვა. მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მედია ჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ მუშაობდა. ჟურნალისტი გასული წლის ბოლოს დააკავეს ლატვიაში, სადაც ოჯახური მიზეზების გამო ჩავიდა.კასემი ევროკავშირის სანქციების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, მას ბრალად ედება „ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფის ეკონომიკური რესურსებით უზრუნველყოფა“.რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასემის დაკავებას „დიქტატორული რეჟიმების შურისძიება“ უწოდა მისი პრინციპების დაცვისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ტერორისთვის.
ლატვია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0e/275792617_793:334:3077:2047_1920x0_80_0_0_086b4703318bfe949105b9e439d221cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ლატვია , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ლატვია , პოლიტიკა
დევნის შიშით: მარატ კასემმა ლატვია დატოვა
10:39 26.07.2023 (განახლებულია: 18:00 26.07.2023) თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. მარატ კასემმა, „Sputnik–ლიტვის“ მთავარმა რედაქტორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხის გამო ლატვია დატოვა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
„უფრთხოდა რა მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებას, მარატ კასემმა ისარგებლა შანსით და დატოვა ეს ქვეყანა“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, აშკარა იყო, რომ ჟურნალისტს, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაათავისუფლეს ლატვიის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით, ლატვიის ხელისუფლება „თავს არ დაანებებდა“.
კასემმა ლატვია ჯარიმის გადახდისა და ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილის გაბათილების შემდეგ დატოვა.
მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა და მედია ჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ მუშაობდა. ჟურნალისტი გასული წლის ბოლოს დააკავეს ლატვიაში, სადაც ოჯახური მიზეზების გამო ჩავიდა.
კასემი ევროკავშირის სანქციების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ, მას ბრალად ედება „ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფის ეკონომიკური რესურსებით უზრუნველყოფა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კასემის დაკავებას „დიქტატორული რეჟიმების შურისძიება“ უწოდა მისი პრინციპების დაცვისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ტერორისთვის.