https://sputnik-georgia.com/20251031/rodesac-amas-latvia-aketebs-yvela-cumad-aris-wilosani-dasavletis-reaqciaze-295615020.html
როდესაც ამას ლატვია აკეთებს, ყველა ჩუმად არის - წილოსანი დასავლეთის რეაქციაზე
როდესაც ამას ლატვია აკეთებს, ყველა ჩუმად არის - წილოსანი დასავლეთის რეაქციაზე
Sputnik საქართველო
ლატვია შეიძლება გახდეს ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფო, რომელიც უარს იტყვის სტამბოლის კონვენციაზე, რომლის რატიფიცირებაც იმავე პარლამენტმა 2024 წლის... 31.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-31T15:02+0400
2025-10-31T15:02+0400
2025-10-31T15:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
ლატვია 
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/10/248993498_692:60:3000:1358_1920x0_80_0_0_98f3673f97fe34bce4f3e3bfdca44c26.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ლატვიას არ აკრიტიკებენ სტამბოლის კონვენციიდან გასვლის გამო, ხოლო საქართველოს საკუთარი კანონიერი უფლებების გამოყენების გამო საყვედურობენ, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ნინო წილოსანმა.ხუთშაბათს, ლატვიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გასვლას სტამბოლის კონვენციიდან - ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომელიც ქალების ძალადობისგან დაცვას ისახავს მიზნად. ამ გადაწყვეტილების მომხრეებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტი ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისა და როლების უარყოფას აიძულებს.მან აღნიშნა, რომ ლატვიას მსგავსი გადაწყვეტილების გამო არავინ აკრიტიკებს, მაშინ როდესაც საქართველოს თუნდაც იმის გამო საყვედურობენ, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება.ათი დღის ვადაში ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს ან სეიმს ხელახალ განხილვაზე დაუბრუნოს. ხელმოწერის შემთხვევაში ლატვია შეიძლება გახდეს ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფო, რომელიც უარს იტყვის სტამბოლის კონვენციაზე, რომლის რატიფიცირებაც იმავე პარლამენტმა 2024 წლის ნოემბერში მოახდინა.მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და კიდევ 12 ქვეყნის დიპლომატებმა ლატვიის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს ქვეყნის შეთანხმებიდან გასვლის განზრახვასთან დაკავშირებით.სტამბოლის კონვენციას ხელი 2011 წელს მოეწერა და ის ძალაში 2014 წელს შევიდა. მას ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა შეუერთდა. ლატვია შესაძლოა გახდეს მეორე ქვეყანა თურქეთის შემდეგ, რომელიც კონვენციიდან 2021 წელს გავიდა.
საქართველო
ლატვია 
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები, საქართველო, ლატვია 
ახალი ამბები, საქართველო, ლატვია 
როდესაც ამას ლატვია აკეთებს, ყველა ჩუმად არის - წილოსანი დასავლეთის რეაქციაზე
ლატვია შეიძლება გახდეს ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფო, რომელიც უარს იტყვის სტამბოლის კონვენციაზე, რომლის რატიფიცირებაც იმავე პარლამენტმა 2024 წლის ნოემბერში მოახდინა.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ლატვიას არ აკრიტიკებენ სტამბოლის კონვენციიდან გასვლის გამო, ხოლო საქართველოს საკუთარი კანონიერი უფლებების გამოყენების გამო საყვედურობენ, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ნინო წილოსანმა.
ხუთშაბათს, ლატვიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გასვლას სტამბოლის კონვენციიდან - ევროპის საბჭოს საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომელიც ქალების ძალადობისგან დაცვას ისახავს მიზნად. ამ გადაწყვეტილების მომხრეებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტი ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისა და როლების უარყოფას აიძულებს.
„თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? თუ დამავიწყდა - როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს“, - დაწერა ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში.
მან აღნიშნა, რომ ლატვიას მსგავსი გადაწყვეტილების გამო არავინ აკრიტიკებს, მაშინ როდესაც საქართველოს თუნდაც იმის გამო საყვედურობენ, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება.
ათი დღის ვადაში ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს ან სეიმს ხელახალ განხილვაზე დაუბრუნოს. ხელმოწერის შემთხვევაში ლატვია შეიძლება გახდეს ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფო, რომელიც უარს იტყვის სტამბოლის კონვენციაზე, რომლის რატიფიცირებაც იმავე პარლამენტმა 2024 წლის ნოემბერში მოახდინა.
მანამდე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და კიდევ 12 ქვეყნის დიპლომატებმა ლატვიის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს ქვეყნის შეთანხმებიდან გასვლის განზრახვასთან დაკავშირებით.
სტამბოლის კონვენციას ხელი 2011 წელს მოეწერა და ის ძალაში 2014 წელს შევიდა. მას ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა შეუერთდა. ლატვია შესაძლოა გახდეს მეორე ქვეყანა თურქეთის შემდეგ, რომელიც კონვენციიდან 2021 წელს გავიდა.