ლატვიამ საქართველოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა - პაპუაშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა

© press-service of the President of Georgiaედგარს რინკევიჩსი და სალომე ზურაბიშვილი
ედგარს რინკევიჩსი და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
გამოწერა
საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება რუსეთთან მიმართებით ესკალაციის ახალ ეტაპამდე მიგვიყვანს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ცუდია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთულ ტურნეს, რომელიც მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული, შედეგად მოჰყვა მოწოდება ლატვიიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლატვიის პრეზიდენტის განცხადების კომენტარისას.
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. მიუხედავად აკრძალვისა, 25 სექტემბერს პრეზიდენტის ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ახალი ვიზიტების შესახებ გახდა ცნობილი.

„რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ – პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს... ძალიან ცუდია, რომ ერთადერთი შედეგი, რაც პრეზიდენტის იმ ვიზიტმა, რომელზეც მას მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონდა მიღებული, ერთადერთი შედეგი, რაც ამ შეხვედრას ჰქონდა, ისაა, რომ ლატვიის მხრიდან მოწოდება მივიღეთ – ჩვენ რუსეთის მიმართ სანქციები დავაწესოთ", – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ამ ქვეყანასთან ესკალაციის ახალ ეტაპს გამოიწვევს.
„სანქციების დაწესება რუსეთთან ესკალაციის ახალ ფაზას გამოიწვევს. სანქციების ომში შესვლით ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ ზიანს და დარტყმას მიიღებს. რა თქმა უნდა, რუსეთთან ასეთ ესკალაციაში შესვლა საბოლოო ჯამში ჩვენი უსაფრთხოებისთვის რისკებს ქმნის", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ეს მიუღებელია: პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ლატვიის მოწოდებაზე>>
მისი თქმით, ვინც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს და ამავე დროს უარს აცხადებს ქვეყანას უსაფრთხოების, ეკონომიკური მხარდაჭერის გარანტიები მისცეს, მას ესკალაციისკენ უბიძგებს.
„ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რამდენად სწორი იყო მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ვიზიტების განსახორციელებლად თანხმობა არ მიეცა", – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საბოლოოდ პრაქტიკა აჩვენებს, რომ პრეზიდენტის საზღვარგარეთული ვიზიტები ქვეყანას აზიანებს.

„ვხედავთ, რომ პრაქტიკაშიც, საერთო ჯამში დამაზიანებელია მისი ვიზიტები და ვნახეთ, რომ საერთოდ არსაიდან გაჩნდა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც დიდი ხანია დახურულია და მათ შორის გარკვეულია ყველა მხრივ როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებთან", – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები ევროკავშირიდან, ამერიკიდან და არავის არანაირი შენიშვნა არ ჰქონია იმაზე, თუ რა პოლიტიკას ატარებს საქართველო სანქციებთან დაკავშირებით.
„ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ზუსტად ის ვიხილეთ, რის გამოც მთავრობა პრეზიდენტს თანხმობას არ აძლევდა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, მოვისმინეთ რაღაცნაირი საყვედურნარევი განცხადება, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა დააწესოს", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტურალ დახმარებას უწევს.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.
ყველა ახალი ამბავი
0