რიგაში საბჭოთა აკადემიკოსის ძეგლს იღებენ

© iStock.com / Marcus Lindstrom
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რიგის საკრებულომ მხარი დაუჭირა ქალაქის მკვიდრის, აკადემიკოს მსტისლავ კელდიშის ძეგლის აღებისა და საწყობში გადატანის გადაწყვეტილებას, იუწყება „რია ნოვოსტი“.
მანამდე რიგაში სახელი შეეცვალა ქუჩას, რომელიც კელდიშის სახელს ატარებდა, 2022 წლის ბოლოს მას ლატვიელი მწერლების — ძმები კაუძიტების ქუჩა ეწოდა.
პარტია „ლატვიის რუსულმა კავშირმა“ დაგმო რიგის საკრებულოს ქმედებები.

„კელდიში ასოცირდება პირველი თანამგზავრების შექმნასა და ადამიანის კოსმოსში ფრენებთან... ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა ასეთი მკვიდრით, მაგრამ არა ლატვია“, — განაცხადა დეპუტატმა ინა დიორმა დუმის სხდომაზე.

მსტისლავ კელდიში რიგაში დაიბადა 1911 წელს. ის სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო 1946 წლიდან, ხოლო 1961-1975 წლებში — მისი პრეზიდენტი. კელდიში იყო საბჭოთა კოსმოსური პროგრამის თეორეტიკოსი.
ყველა ახალი ამბავი
0