ლატვიამ „შავ სიაში" სქართველოს კიდევ 55 მოქალაქე შეიყვანა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2025
გამოწერა
„ქართული ოცნების“ მთავრობასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობები სულ უფრო უარესდება.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ საქართველოს კიდევ 55 მოქალაქისთვის ქვეყანაში შესვლის განუსაზღვრელი ვადით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
ლატვიის პირველმა დიპლომატმა საკუთარი გადაწყვეტილება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. სიაში შეტანილ პირთა ვინაობა ამჯერადაც არ საჯაროვდება.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში. ლატვიაში ამ ფიზიკური პირების [ქვეყანაში] შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა", - დაწერა ბრაჟემ.
„ქართული ოცნების“ მთავრობასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობები სულ უფრო უარესდება.
საქართველო და ბალტიის ქვეყნები
ლატვია აქტიურად აკრიტიკებს 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და მისი ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის, პარალელურად კი სანქციებს აწესებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები ეროვნული ინტერესის საგანი გახდა.
2024 წლის დეკემბერში ესტონეთმა საქართველოს მთავრობის 25 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 28 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. ასევე ლატვიამ დააწესა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
მოგვიანებით, 2025 წლის მარტში ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ქართველი სანქცირებული ჩინოვნიკების სია, რომელთაც ბალტიის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ, გააფართოვეს. ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16.
ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაატაროს საპასუხო ზომები. მათი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით.
ყველა ახალი ამბავი
0