https://sputnik-georgia.com/20240912/latviasi-saertasoriso-gamofenaze-qartveli-mwarmoeblebis-produqcias-gaecnen-289859908.html
ლატვიაში საერთაშორისო გამოფენაზე ქართველი მწარმოებლების პროდუქციას გაეცნენ
ლატვიაში საერთაშორისო გამოფენაზე ქართველი მწარმოებლების პროდუქციას გაეცნენ
Sputnik საქართველო
RIGA FOOD 2024-ში მონაწილეობა 30 ქვეყანამ და 400-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. 12.09.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-09-12T12:38+0400
2024-09-12T12:38+0400
2024-09-12T12:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
ლატვია
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284715487_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_c142e77b75e561f680ef1b5e64862b86.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ლატვიის დედაქალაქ რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს შპს „აჩინებულს“, შპს „ჯეონატურალსს“, შპს „აქვაგეოს“, შპს „ძმებ ხუციშვილებს“, კოოპერატივ „რუისპირი-იყალთოს“, შპს „ვინაგორას“, შპს „კულას“. წარმოდგენილი იყო ღვინო, ნატურალური წვენები, სხვადასხვა სახის კონსერვები.ქართველი მწარმოებლები კომპანიები გამოფენაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით წარსდგნენ.მისი თქმით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ქართული კომპანიებს მნიშვნელოვანად უწყობს ხელს გაზარდონ საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობები.სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ქართულ სტენდზე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზესაც უმასპინძლეს.ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ყურაშვილის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაზე „RIGA FOOD 2024” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ლატვიაში ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი გაზრდილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.„ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქართული სტენდის მონახულება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ლატვიის ინტერესს“, - განაცხადა ირაკლი ყურაშვილმამიმდინარე წელს, RIGA FOOD 2024 გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.
საქართველო
ლატვია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284715487_112:0:1936:1368_1920x0_80_0_0_bd4cd5dabac6e6b4366f088beaebc48a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო, ლატვია , საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო, ლატვია , საქართველოს სოფლის მეურნეობა
ლატვიაში საერთაშორისო გამოფენაზე ქართველი მწარმოებლების პროდუქციას გაეცნენ
RIGA FOOD 2024-ში მონაწილეობა 30 ქვეყანამ და 400-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ლატვიის დედაქალაქ რიგაში საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს შპს „აჩინებულს“, შპს „ჯეონატურალსს“, შპს „აქვაგეოს“, შპს „ძმებ ხუციშვილებს“, კოოპერატივ „რუისპირი-იყალთოს“, შპს „ვინაგორას“, შპს „კულას“. წარმოდგენილი იყო ღვინო, ნატურალური წვენები, სხვადასხვა სახის კონსერვები.
ქართველი მწარმოებლები კომპანიები გამოფენაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით წარსდგნენ.
„ვაგრძელებთ ქართული პროდუქციის მხარდაჭერას სტრატეგიულ ბაზრებზე; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზარია“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ქართული კომპანიებს მნიშვნელოვანად უწყობს ხელს გაზარდონ საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობები.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ყურაშვილმა ქართულ სტენდზე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზესაც უმასპინძლეს.
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ირაკლი ყურაშვილის განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაზე „RIGA FOOD 2024” განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ლატვიაში ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი გაზრდილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
„ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ქართული სტენდის მონახულება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ლატვიის ინტერესს“, - განაცხადა ირაკლი ყურაშვილმა
მიმდინარე წელს, RIGA FOOD 2024 გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.