ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი: საქართველო ფილიპინებს დაუპირისპირდება

© Georgian Basketball Federationკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2024
გამოწერა
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩში ლატვიასთან ანგარიშით 55-83 დამარცხდა.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩს ფილიპინების წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა დღეს, 4 ივლისს, 16:30 საათზე დაიწყება.
ტურნირში, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში ტარდება და რომელზეც ზაფხულის 2024 წლის თამაშების ერთი საგზური გათამაშდება, 6 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს: საქართველო, ლატვია, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი.
ჯგუფში სამი გუნდია და ნახევარფინალში ორი გადის. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტურში საქართველო ლატვიასთან დამარცხდა (55:83), მასპინძელმა ლატვიამ ფილიპინებს ანგარიშით 80:89 დათმო, საქართველოს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდება.
ქართველთა გამარჯვების შემთხვევაში სამივე გუნდს თითო მოგება დაუგროვდება. პლეი-ოფში გამსვლელი დუეტი კი ბურთების შეფარდებით გაირკვევა. ლატვიამ ჯგუფური ეტაპი უკვე დაასრულა და ქულათა სხვაობა +19 აქვს, ფილიპინებს +9, საქართველოს -28.
ჩვენმა გუნდმა 19 ქულით რომ გაიმარჯვოს, ფილიპინებს გადაასწრებს და ნახევარფინალში მეორე ადგილით გავა. საქართველოს -9 ექნება, ფილიპინებს კი -10.
ლატვიის გარდა, ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები იმართება პუერტო-რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური თამაშდება.
შეჯიბრების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. პლეი-ოფში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.
პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირზე ოთხი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, რომლებიც შესარჩევი ეტაპების შედეგების მიხედვით შეივსება.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0