კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონია. კახეთის მხარეში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: ახმეტის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. კახეთში მოედინება მდინარეები ალაზანი და იორი. ეს მხარე ცნობილია კულტურის ძეგლების სიმრავლით. მათ შორის გამორჩეული კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერდი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ბატონის ციხე, წინანდლის სახლ-მუზეუმი და სხვა. კახეთში ექვსი დაცული ტერიტორიაა: ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. კახეთში ძირითადი საქმიანობაა მევენახეობა-მეღვინეობა. ეს კუთხე მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა, სადაც ვაზის, ყურძნის 80-მდე ჯიშია გავრცელებული. კახეთი ცნობილია ასევე ჩურჩხელით. კახეთი ძველი დროიდან იყო ქვეყნის კულტურული და საგანმანათლებლო კერა.
ახალი ამბები კახეთის შესახებ წაიკითხეთ Sputnik საქართველოზე.