გურჯაანში 60 წლის კაცი წყლის ძველ რეზერვუარში ჩავარდა და დაიღუპა

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2026
გამოწერა
ადგილობრივების ცნობით, ამორტიზირებული ბეტონის საფარი ჩატყდა და მამაკაცი მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. გურჯაანში, ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევას 60 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. იუწყება მთის ამბები კახეთიდან.
შემთხვევა დიდების მემორიალის ჩასასვლელში გამთენიისას მოხდა.
ადგილობრივების ცნობით, ამორტიზირებული ბეტონის საფარი ჩატყდა და ნუგზარ მგალობლიშვილი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა.
გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ადგილს ზევიდან გრუნტი და მწვანე საფარი ფარავს, რის გამოც ვიზუალურად უსაფრთხო ჩანს, რეალურად კი საფარმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო.
მომხდარის გამო, ადგილობრივები შესაბამისი უწყებებისგან პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
ყველა ახალი ამბავი
0