ყვარელში ხანდაზმული ქალის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
მამაკაცს, რომელიც წარსულში უკვე იყო ნასამართლები და ამჟამადაც პირიბითი მსჯავრი აქვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ყვარელში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ მოკლული ქალის თანასოფლელი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მამაკაცი, რომელიც წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრალდებული ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიპარა, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0