ქართული ავიაციის ახალი ერა: კახეთში უნიკალური საავიაციო სოფელი გაიხსნა

© Сourtesy of Georgian Governmentმასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. კახეთში საავიაციო სოფლის გახსნით ქართული ავიაციის ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
© Сourtesy of Georgian Governmentმასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
Проект Авиационный поселок Амбассадори (Ambassadori Aviation Village) - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
კაჭრეთში ოფიციალურად გაიხსნა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village), რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
„დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში. ეს არის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“, რომელიც სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის“ თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს პროექტი კაჭრეთს რეგიონში მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში.
© Сourtesy of Georgian Governmentმასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
Проект Авиационный поселок Амбассадори (Ambassadori Aviation Village) - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
„ეს არის 16 ჰექტარზე გაშლილი მრავალფუნქციური სივრცე უმაღლესი სტანდარტების აეროდრომით, საერთაშორისო დონის საფრენოსნო აკადემია, საავიაციო კლუბი და ავია-ვილების სარეზიდენციო დასახლება. ეს ინფრასტრუქტურა მთლიანობაში ქმნის ძალიან საინტერესო სივრცეს. ადგილობრივ ეკონომიკას და ტურისტულ პოტენციალს ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს“, - განაცხადა პრემიერმა.
© Сourtesy of Georgian Governmentმასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
Проект Авиационный поселок Амбассадори (Ambassadori Aviation Village) - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროექტი საერთაშორისო ასპარეზს უხსნის ქართველ ახალგაზრდობას .
„აქ მომზადდებიან მაღალი კლასის პილოტები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტის ლიცენზიებს მიიღებენ“, - განაცხადა პრემიერმა.
© Сourtesy of Georgian Governmentმასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
Проект Авиационный поселок Амбассадори (Ambassadori Aviation Village) - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპელი მფრინავების 30-მდე ეკიპაჟს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. პრემიერის თქმით, მათი ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს საქართველო საერთაშორისო საავიაციო რუკაზე.
„დარწმუნებული ვარ, კაჭრეთის აეროდრომი და სამომავლოდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის საავიაციო სივრცე შექმნის ერთიან, ქსელს, რაც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობასა და ეკონომიკურ პოტენციალს სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პროექტის წყალობით უკვე 47 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაც. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
© Сourtesy of Georgian Governmentმასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
Проект Авиационный поселок Амбассадори (Ambassadori Aviation Village) - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
მინისტრმა დასძინა, რომ მთავრობამ უკვე გამოაცხადა ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს შიდა ავიაციის და ტურიზმის სექტორის განვითარების თვალსაზრისით.
„ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს აქ, კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
© Сourtesy of Georgian Governmentმასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
Проект Авиационный поселок Амбассадори (Ambassadori Aviation Village) - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2026
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ (Ambassadori Aviation Village) კაჭრეთში
მარიამ ქრივიშვილით თქმით, მცირე ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოში მეტი უცხოელი კერძო პილოტის, ავიამოყვარულის მოზიდვის თვალსაზრისითაც , რომლებიც მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონებში, სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით.
მინისტრის განცხადებით, მცირე ავიაციას განვითარება მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურის ზრდის კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0