https://sputnik-georgia.com/20260826/saqartvelos-rvinis-erovnulma-saagentom-kaxetsi-pirveli-regionuli-ofisi-gaxsna-300301755.html
საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა
საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა
Sputnik საქართველო
საწყის ეტაპზე, ოფისში რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. 26.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-26T11:30+0400
2026-08-26T11:30+0400
2026-08-26T11:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23902/50/239025096_0:185:2048:1337_1920x0_80_0_0_626bedf448448943484ddae9f2213d77.jpg
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქალაქ გურჯაანში ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გაიხსნა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.ახალი ოფისი მეღვინეებსა და მევენახეებს სააგენტოს სერვისებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს. თანამშრომლები ადგილობრივ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევენ და სააგენტოსთან კომუნიკაციაში დაეხმარებიან.საწყის ეტაპზე, ოფისში რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. სამომავლოდ, შენობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიისა და შპს „ღვინის ლაბორატორიის“ კახეთის ფილიალები განთავსდება.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის თქმით, კახეთში ღვინის მარნებისა და კომპანიების დიდი ნაწილია თავმოყრილი, შესაბამისად, ადგილობრივი მეღვინეებისთვის სერვისების რეგიონში ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.„ახალი ოფისი მათ შესაძლებლობას მისცემს, ღვინის ლაბორატორიული ანალიზები გურჯაანში, ადგილზე ჩაატარონ. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ პროცედურებს, დაზოგავს მეწარმეების დროსა და ფინანსურ რესურსებს და ხელს შეუწყობს ღვინის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მიღებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.გურჯაანში ახალი ოფისის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, აქედან 80 გაშენებულია კახეთში, 72 ქართლში, 26 სამცხე-ჯავახეთში, 74 იმერეთში, 50 რაჭა-ლეჩხუმში, 59 გურიაში, 60 სამეგრელოში, 53 აჭარაში.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23902/50/239025096_112:0:1928:1362_1920x0_80_0_0_ffa7dd86332a43cd8dc18368f444fc14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, კახეთი
საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა
საწყის ეტაპზე, ოფისში რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ქალაქ გურჯაანში ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გაიხსნა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ახალი ოფისი მეღვინეებსა და მევენახეებს სააგენტოს სერვისებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს. თანამშრომლები ადგილობრივ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევენ და სააგენტოსთან კომუნიკაციაში დაეხმარებიან.
საწყის ეტაპზე, ოფისში რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. სამომავლოდ, შენობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიისა და შპს „ღვინის ლაბორატორიის“ კახეთის ფილიალები განთავსდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის თქმით, კახეთში ღვინის მარნებისა და კომპანიების დიდი ნაწილია თავმოყრილი, შესაბამისად, ადგილობრივი მეღვინეებისთვის სერვისების რეგიონში ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ახალი ოფისი მათ შესაძლებლობას მისცემს, ღვინის ლაბორატორიული ანალიზები გურჯაანში, ადგილზე ჩაატარონ. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ პროცედურებს, დაზოგავს მეწარმეების დროსა და ფინანსურ რესურსებს და ხელს შეუწყობს ღვინის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მიღებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანში ახალი ოფისის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, აქედან 80 გაშენებულია კახეთში, 72 ქართლში, 26 სამცხე-ჯავახეთში, 74 იმერეთში, 50 რაჭა-ლეჩხუმში, 59 გურიაში, 60 სამეგრელოში, 53 აჭარაში.