სიკვდილი საქანელაზე: საგარეჯოში 15 წლის გოგონა დაიღუპა

© video: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2026
გამოწერა
ადგილობრივების თქმით, რკინის კონსტრუქციის თოკი გოგონას კისერზე შემოეხვია. ოჯახის წევრებმა გოგონა უკვე გარდაცვლილი ნახეს.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ თულარში უბედურ შემთხვევას 15 წლის გოგო ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახში უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ეზოში მოწყობილ ე.წ. საქანელაზე იმყოფებოდა.
ადგილობრივების თქმით, რკინის კონსტრუქციის თოკი გოგონას კისერზე შემოეხვია. ოჯახის წევრებმა გოგონა უკვე გარდაცვლილი ნახეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0