https://sputnik-georgia.com/20260814/vansi-walkasi-dmanissa-da-axmetasi-sualeduri-arcevnebi-catardeba-300120375.html
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შუალედური არჩევნები ჩატარდება
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შუალედური არჩევნები ჩატარდება
Sputnik საქართველო
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით ჩატარდება. 14.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-14T17:21+0400
2026-08-14T17:21+0400
2026-08-14T17:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
სამეგრელო
სამცხე-ჯავახეთი
კახეთი
ქართლი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/11/290408595_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_da56cd3779d92603a1b98840efe9ad98.jpg
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 3 ოქტომბერს ოთხ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა. კერძოდ, ცესკოს ინფორმაციით, ვანის საკრებულოში სადეპუტატო უფლებამოსილება მაჟორიტარ ბექა ლაჭყებიანს შეუწყდა. წალკის საკრებულოს შემთხვევაში, უფლებამოსილებაზე ვადაზე ადრე რამაზ ხინიკაძეს შეუწყდა, დმანისის საკრებულოში - მაჟორიტარ ილიას სარსევანიძეს, ხოლო ახმეტაში - საკრებულოს მაჟორიტარს ადამ მოზაიძეს. მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველო
სამეგრელო
სამცხე-ჯავახეთი
კახეთი
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/11/290408595_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_c376b91b68d763142d28343d7960836e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სამეგრელო , სამცხე-ჯავახეთი, კახეთი , ქართლი
ახალი ამბები, საქართველო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სამეგრელო , სამცხე-ჯავახეთი, კახეთი , ქართლი
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შუალედური არჩევნები ჩატარდება
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები საკრებულოს გამოკლებული წევრის შევსების მიზნით ჩატარდება.
თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 3 ოქტომბერს ოთხ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
კერძოდ, ცესკოს ინფორმაციით, ვანის საკრებულოში სადეპუტატო უფლებამოსილება მაჟორიტარ ბექა ლაჭყებიანს შეუწყდა. წალკის საკრებულოს შემთხვევაში, უფლებამოსილებაზე ვადაზე ადრე რამაზ ხინიკაძეს შეუწყდა, დმანისის საკრებულოში - მაჟორიტარ ილიას სარსევანიძეს, ხოლო ახმეტაში - საკრებულოს მაჟორიტარს ადამ მოზაიძეს.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.