პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე „კანაფი“ ამოიღო

© photo: Sputnik / Ilya Xludenev / გადასვლა მედიაბანკშიკანაფი
კანაფი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2026
გამოწერა
ნარკოდანაშაულზე სამი პირია დაკავებული. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთების და ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკისას, 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ და 115 გრამამდე „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0