სათბურში კანაფი მოჰყავდა: პოლიციამ კახეთში ერთი პირი დააკავა

CC BY 2.0 / Mark / lemon kushმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2026
გამოწერა
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და სპეციალურად მოწყობილი სათბურის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 6 კილოგრამი მცენარე „კანაფი” და სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა ზომის და წონის შეკვრად დაფასოებული დიდი ოდენობით „მარიხუანა” ამოიღეს.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ფულადი თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0