იტალია, იტალიის რესპუბლიკა - საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. იტალიის დედაქალაქია რომი. ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია. მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ კუნძულს - სიცილიასა და სარდინიას, სხვა პატარა კუნძულებს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. არის ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელი წევრი და ევროზონის ნაწილი. იტალია არის წევრი დიდი რვიანის, დიდი ოციანის, ნატოს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირის, გაეროს. იტალიის შემადგენლობაში შედის ოცი რეგიონი. რეგიონები, თავის მხრივ, იყოფა პროვინციებად. იტალია უძველესი კულტურის ქვეყანაა. მისი დედაქალაქი რომი საუკუნეების განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. შუასაუკუნეებში რენესანსის სამშობლო გახდა.
გაეცანით სიახლეებს იტალიისა და ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.