https://sputnik-georgia.com/20260415/vin-umaspinzlebs-gvinis-msoplio-kongress-298119228.html
ვინ უმასპინძლებს 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს
ვინ უმასპინძლებს 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს
Sputnik საქართველო
დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეზე მოიწვია. 15.04.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-04-15T14:25+0400
2026-04-15T14:25+0400
2026-04-15T14:25+0400
საქართველო
იტალია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ff5d71f8d446cfe10e4a945ad82963cf.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველო მზადაა 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლოს, განაცხადა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჯონ ბარკერმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვითან შეხვედრის შემდეგ.სონღულაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება 14 აპრილს გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც მინისტრი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრებს მართავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სონღულაშვილმა ბარკერთან შეხვედრაზე ყურადღება ქართული ღვინის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის მნიშვნელობაზე გაამახვილა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო 8 000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით, წარმოადგენს განსაკუთრებულ პლატფორმას მემკვიდრეობის, თანამედროვეობის, მეცნიერებისა და ინოვაციის გაერთიანებისთვის.სონღულაშვილმა შეხედრაზე ქართული ღვინის სექტორში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ყურადღება ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ მზარდი დინამიკაა ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის მიმართულებით, რაც საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის, პოპულარიზაციის და მარკეტინგის კუთხით მიმდინარე კამპანიების შედეგია.დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეზე მოიწვია.ღვინის ეროვნული დღე 2026 წლის 8 მაისს გაიმართება და წარმოაჩენს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას და დღევანდელობას. ღვინის ეროვნული დღე გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეებს.ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.ქართული ღვინის ტრადიციასაქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3b08d86fa869673d6f2c05ac203a8ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
ვინ უმასპინძლებს 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს
დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეზე მოიწვია.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველო მზადაა 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლოს, განაცხადა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჯონ ბარკერმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვითან შეხვედრის შემდეგ.
სონღულაშვილი იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება 14 აპრილს გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც მინისტრი დარგის სპეციალისტებთან შეხვედრებს მართავს.
„საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, 2027 წელს უმასპინძლოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესს. ვფიქრობ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ყველასთვის საინტერესო და სასიხარულო იქნება. ასევე, მადლობელი ვარ საქართველოს მხრიდან OIV-ის ერთ-ერთი პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია ღვინისა და ვაზის კულტურის გლობალური აღიარება. ეს ჩვენი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ჯონ ბარკერმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სონღულაშვილმა ბარკერთან შეხვედრაზე ყურადღება ქართული ღვინის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო 8 000-წლიანი უწყვეტი ტრადიციით, წარმოადგენს განსაკუთრებულ პლატფორმას მემკვიდრეობის, თანამედროვეობის, მეცნიერებისა და ინოვაციის გაერთიანებისთვის.
სონღულაშვილმა შეხედრაზე ქართული ღვინის სექტორში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ყურადღება ხარისხის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ მზარდი დინამიკაა ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის მიმართულებით, რაც საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციის, პოპულარიზაციის და მარკეტინგის კუთხით მიმდინარე კამპანიების შედეგია.
დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღეზე მოიწვია.
„მოუთმენლად ველოდები 8 მაისს ღვინის ეროვნული დღის აღსანიშნად საქართველოში ვიზიტს“, - აღნიშნა ბარკერმა.
ღვინის ეროვნული დღე 2026 წლის 8 მაისს გაიმართება და წარმოაჩენს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას და დღევანდელობას. ღვინის ეროვნული დღე გააერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეებს.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.