მთელი საქართველო ამაყობს რომ ჩვენი დროშა ოლიმპიადაზე ფრიალებს - პრეზიდენტი

© Georgian National Olympic Committeeსაქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
საქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2026
გამოწერა
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიულ შედეგს ვიხილავთ, განაცხადა ყაველაშვილმა
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველო ამაყობს თავისი სპორტსმენების გამოსვლით 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დაესწრო ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას მილანში, სან-სიროს საფეხბურთო სტადიონზე, ასევე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს.
© Georgian National Olympic Committeeსაქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
Грузия на зимних Олимпийских играх 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2026
საქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
„მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად, ჩვენი დროშა ფრიალებს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისტორიული შედეგი იქნება ამ ოლიმპიურ თამაშებში. პროცესი დაწყებულია, გუშინ საკმაოდ კარგად იასპარეზეს ჩვენმა სპორტსმენებმა, ვამაყობთ მათი გამოსვლით, მაგრამ ველოდებით შედეგს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
© Georgian National Olympic Committeeსაქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
Грузия на зимних Олимпийских играх 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2026
საქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, იტალია XXV ზამთრის ოლიმპიადას მაღალ დონეზე მასპინძლობს.
„ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია. იტალია საუცხოოდ მასპინძლობს, ორგანიზებაა მაღალ დონეზე“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
© Georgian National Olympic Committeeსაქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
Грузия на зимних Олимпийских играх 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2026
საქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
ფიგურულ სრიალში გუნდური ჩათვლის მოკლე პროგრამაში ოთხიდან სამი გამოსვლის შემდეგ საქართველო 10 გუნდში მეოთხე ადგილს იკავებს. ყველაზე მაღალი ქულა ნაკრებს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოუტანა - დუეტმა მეორე ადგილი დაიკავა.
© Georgian National Olympic Committeeსაქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
Грузия на зимних Олимпийских играх 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2026
საქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
ოლიმპიადაზე საქართველო რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი ორ დისციპლინაში - ფიგურულ სრიალსა და სამთო სათხილამურო სპორტში.
საქართველოს ნაკრები:
ლუკა ბერულავა - ფიგურული სრიალი;
ანასტასია მეტელკინა - ფიგურული სრიალი;
ნიკა ეგაძე - ფიგურული სრიალი;
ანასტასია გუბანოვა - ფიგურული სრიალი;
დიანა დევისი - ფიგურული სრიალი;
გლებ სმოლკინი - ფიგურული სრიალი;
ნინო წიკლაური - სამთო სათხილამურო სპორტი.
ლუკა ბუჩუკური - სამთო სათხილამურო სპორტი.
საქართველოს დელეგაციას თამაშებზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიას - ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი და ოლიმპიური თამაშების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.
© Georgian National Olympic Committeeსაქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
Грузия на зимних Олимпийских играх 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2026
საქართველო 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი სამ დისციპლინაში: სამთო სათხილამურო სპორტი, საციგაო სპორტი და ფიგურული სრიალი.
აღსანიშნავია, რომ თამაშების დახურვის ცერემონია ვერონის ამფითეატრში გაიმართება, რომელიც 2000 წელზე მეტი ხნის ისტორიას ითვლის. ცერემონიას, სავარაუდოდ, 12.000 ადამიანი დაესწრება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიადა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0