https://sputnik-georgia.com/20260518/aeroportebis-gaertianeba-routes-europe-2026-monawileobs-298700494.html
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტალიაში მიმდინარე Routes Europe 2026-ში მონაწილეობს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტალიაში მიმდინარე Routes Europe 2026-ში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
სამდღიანი ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების გუნდს 45-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი. 18.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-18T19:00+0400
2026-05-18T19:00+0400
2026-05-18T19:00+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22775/70/227757083_0:150:3111:1900_1920x0_80_0_0_e20a1a5cde39425e5fec9a3ab6b4fdc4.jpg
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტალიის ქალაქ რიმინიში საავიაციო ფორუმ „Routes Europe 2026"-ში იღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. The Routes Europe-ი გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად აკავშირებს ერთმანეთს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყოველ წელს პლატფორმა საუკეთესო აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში ავლენს.რიგით მე-20 ყოველწლიური ფორუმი იტალიაში 18-20 მაისს იმართება. რიმინიში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სთან თანამშრომლობით, სტენდით იქნება წარმოდგენილი. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტნიორებსა და აეროპორტებთან - ქართული დელეგაციის წევრები საერთაშორისო პარტნიორებსა და ავიაკომპანიებს გააცნობენ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებს.ფორუმის ფარგლებში ასევე განიხილება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე ინდუსტრიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები. რიგით მე-20 ყოველწლიურ ფორუმში ევროპის 65-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი წამყვანი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი მონაწილეობს. დაგეგმილია 5 ათასზე მეტი პირისპირ შეხვედრა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22775/70/227757083_191:0:2922:2048_1920x0_80_0_0_a639d602891fecd3ee00d801e2c6deaa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტალიაში მიმდინარე Routes Europe 2026-ში მონაწილეობს
სამდღიანი ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების გუნდს 45-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იტალიის ქალაქ რიმინიში საავიაციო ფორუმ „Routes Europe 2026"-ში იღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
The Routes Europe-ი გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად აკავშირებს ერთმანეთს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყოველ წელს პლატფორმა საუკეთესო აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში ავლენს.
რიგით მე-20 ყოველწლიური ფორუმი იტალიაში 18-20 მაისს იმართება. რიმინიში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia-სთან თანამშრომლობით, სტენდით იქნება წარმოდგენილი.
სამდღიანი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტნიორებსა და აეროპორტებთან - ქართული დელეგაციის წევრები საერთაშორისო პარტნიორებსა და ავიაკომპანიებს გააცნობენ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებს.
„ჯამში აეროპორტების გაერთიანების გუნდს Routes Europe 2026-ზე 45-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ახალი ბაზრების ათვისებაზე, არსებული ბაზრების დივერსიფიკაციასა და საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორების განვითარების შესაძლებლობებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფორუმის ფარგლებში ასევე განიხილება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები, ასევე ინდუსტრიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები.
რიგით მე-20 ყოველწლიურ ფორუმში ევროპის 65-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტი წამყვანი ავიაკომპანიისა და აეროპორტის წარმომადგენელი მონაწილეობს. დაგეგმილია 5 ათასზე მეტი პირისპირ შეხვედრა.