„გურია“: ვენეციის კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმს აჩვენებენ

© Courtesy of Levan Koguashviliლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
გამოწერა
ლევან კოღუაშვილის ფილმი წარმატებით აგრძელებს ქართული კინოს ტრადიციებს, უკვე აღნიშნეს ვენეციაში.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ახალი მხატვრული ფილმი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის Venice Spotlight სექციაში იქნება ნაჩვენები, განაცხადეს საქართველოს კულტურის სამინისტროში.
ვენეციის 83-ე კინოფესტივალი 2026 წლის 2-12 სექტემბერს ლიდოზე გაიმართება. ფესტივალი დენი ბოილის „მელნის“ მსოფლიო პრემიერით გაიხსნება, ჟიურის კი „პატარძლის“ და „უცნობი ქალიშვილის“ რეჟისორი მეგი ჯილენჰოლი უხელმძღვანელებს.
ფილმი გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, პროგრამა Creative Georgia-ს, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით.
© Courtesy of Levan Koguashviliლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
Фильм режиссера Левана Когуашвили Гурия - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
„გურია“ შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა.
„საქართველოს კულტურის სამინისტრო ულოცავს რეჟისორ ლევან კოღუაშვილს და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს აღიარებას და წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
Venice Spotlight ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სექციაა, სადაც შემოქმედებითი ორიგინალურობითა და მხატვრული ხედვით გამორჩეული ნამუშევრები იყრის თავს. აღნიშნულ სექციაში წელს მხოლოდ 8 ფილმია წარმოდგენილი.
ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს, ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ „ძალიან სასაცილო კომედიაა, რომელიც ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს“.
ფილმი „გურია“
„გურია“ არის ტრაგიკომედია სიყვარულსა და მეგობრობაზე 1990-იანი წლების დასაწყისის გაჭირვებულ, მაგრამ მაინც ნიჭიერ და ადამიანურობით სავსე გურიაში.
© Courtesy of Levan Koguashviliლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
Фильм режиссера Левана Когуашвили Гурия - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
უშუქობის, სიღარიბისა და ყაჩაღობის მიუხედავად, გურიაში ხალხი მაინც ახერხებს სიყვარულს, ჩხუბს, მეგობრობას, შიგადაშიგ სიმღერას და ოცნებას, ანუ ცხოვრება გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ადამიანურობას ინარჩუნებს.
© Courtesy of Levan Koguashviliლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
Фильм режиссера Левана Когуашвили Гурия - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2026
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
„ფილმი არის ადამიანებზე, რომლებიც, რთულ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, ადამიანობას ინარჩუნებენ. ისინი შორს არიან სრულყოფილებისგან და ხშირად საკმაოდ ცუდადაც იქცევიან, მაგრამ რჩებიან ადამიანებად. მათ შეუძლიათ მეგობრობა და თანაგრძნობა. მე მინდოდა გადამეღო ფილმი ჩვეულებრივ ადამიანებზე, ყოველგვარი იდეოლოგიური კლიშეებისა თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე - უბრალოდ ცხოვრება, უბრალოდ კინო, უბრალოდ გურია. გურია მეტია, ვიდრე უბრალო კუთხის სახელი, ეს უფრო შინაგანი მდგომარეობაა“, - ამბობს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
„გურია“ კოღუაშვილის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმია. 2021 წელს გამოვიდა ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც ნიუ-იორკის „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0