https://sputnik-georgia.com/20260620/saqartvelom-italias-kriminaluri-organizaciis-wevri-gadasca-299252037.html
საქართველომ იტალიას კრიმინალური ორგანიზაციის წევრი გადასცა
საქართველომ იტალიას კრიმინალური ორგანიზაციის წევრი გადასცა
Sputnik საქართველო
უკანონო მიგრაციის ხელშემწყობი და კრიმინალური ორგანიზაციის წევრი 20.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-20T18:44+0400
2026-06-20T18:44+0400
2026-06-20T18:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik.საქართველოდან იტალიაში, მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2019 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ძებნილი პირი მონაწილეობდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიის რესპუბლიკაში. მისი სავარაუდო ფუნქცია მოიცავდა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, მოქალაქეების დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ჩართვას საზღვაო ტრანსპორტის მძღოლებად, მათ მომზადებასა და ნავიგაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას.საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის იტალიაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2026 წლის 10 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის იტალიაში ექსტრადიციის შესახებ, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.აღსანიშნავია, რომ იტალიაში ექსტრადიციის მიზნით ასევე დაკავებულია ამავე ორგანიზებული დაჯგუფების სხვა ლიდერი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, იტალია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, იტალია
საქართველომ იტალიას კრიმინალური ორგანიზაციის წევრი გადასცა
18:44 20.06.2026 (განახლებულია: 18:56 20.06.2026) უკანონო მიგრაციის ხელშემწყობი და კრიმინალური ორგანიზაციის წევრი
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik.საქართველოდან იტალიაში, მასშტაბური უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.
იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2019 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, ძებნილი პირი მონაწილეობდა მიგრანტების უკანონო გადაყვანაში თურქეთისა და საბერძნეთის გავლით იტალიის რესპუბლიკაში. მისი სავარაუდო ფუნქცია მოიცავდა ფულად გზავნილებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას, მოქალაქეების დანაშაულებრივ დაჯგუფებაში ჩართვას საზღვაო ტრანსპორტის მძღოლებად, მათ მომზადებასა და ნავიგაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის იტალიაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2026 წლის 10 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის იტალიაში ექსტრადიციის შესახებ, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში ექსტრადიციის მიზნით ასევე დაკავებულია ამავე ორგანიზებული დაჯგუფების სხვა ლიდერი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.