საიდან შემოდის ფქვილი საქართველოში: იმპორტიორების ტოპ-ხუთეული

© photo: Sputnik / Sergey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიფქვილი
ფქვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
2026 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველომ რუსეთში 3,6 მილიონი დოლარის 7,5 ათასი ტონა ფქვილი შეიძინა
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. საქართველოში ხორბლის ფქვილის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, საქართველო ასევე ფქვილს თურქეთსა და აზერბაიჯანში ყიდულობს, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ვებსაიტზე განთავსებულ მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველომ რუსეთში 3,6 მილიონი დოლარის 7,5 ათასი ტონა ფქვილი შეიძინა.
მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც 777 ათასი დოლარის ღირებულების 1.300 ტონა შემოვიდა, მესამეზე აზერბაიჯანია - 601 ათასი დოლარის 1,3 ათასი ტონა.
2026 წლის პირველ ხუთ თვეში ფქვილი შემოვიდა ასევე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა იტალია (206 000 აშშ დოლარის ღირებულების 184 ტონა ფქვილი) და უკრაინა (82 000 აშშ დოლარის ღირებულების 152 ტონა ფქვილი).
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც დაბალი მოთხოვნის გამო მარცვლეულის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, საქართველომ 2023 წლის ზაფხულიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე დროებითი გადასახადი შემოიღო.
28 თებერვლის დადგენილების მიხედვით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, იმპორტიორს უწევს ყოველ კილოგრამზე 0,30 ლარის (ანუ ტონაზე 300 ლარი) გადასახადის გადახდა (0,25 თეთრის ნაცვლად) . გადასახადი ქერსა და ქატოზეც და გაორმაგდა 10 თეთრის ნაცვლად, კილოგრამზე 20 თეთრი გახდა და 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0