„თანამედროვე არგონავტები“ - საქართველო ვენეციის ბიენალეზე

© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
საქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ პავილიონს ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანი წარმოადგენს.
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე - ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
Грузия на 61-я Венецианской биеннале 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
საქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
საქართველოს ეროვნულ პავილიონს ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანი წარმოადგენს. პავილიონის კურატორი და კომისარია შალვა ხახანაშვილი, ხოლო კურატორი - ნინო მეტრეველი.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
Грузия на 61-я Венецианской биеннале 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
საქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
Грузия на 61-я Венецианской биеннале 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
საქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
საქართველოს ეროვნული პავილიონი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა. მისი თქმით, თანამედროვე ხელოვნებაში კონცეფციას, ნაფიქრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, საქართველომ ვენეციის 61-ე ბიენალესთვის წარმოდგენილი პროექტის კონცეფცია აირჩია.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
Грузия на 61-я Венецианской биеннале 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
საქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
„გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოსა და ახალი არგონავტების იდეა, ის თემები, რომლებიც აქ ხელოვანების მიერ არის წარმოდგენილი, სრულად ეხმიანება ბიენალეს თემატიკას. ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. ვენეციის ბიენალე არის საუკეთესო შესაძლებლობა, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი თანამედროვე ხელოვნება, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების ახლებურად გადააზრებაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოს ეროვნული პავილიონის ღირსეულად წარდგენაში შეიტანა წვლილი", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
Грузия на 61-я Венецианской биеннале 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
საქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი და მოწვეული სტუმრები.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
Грузия на 61-я Венецианской биеннале 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
საქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
ვენეციის ბიენალე 1895 წლიდან იმართება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელიც, ხელოვნების პოპულარიზაციისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, 80-ზე მეტი ქვეყნის წამყვან ხელოვანს, კურატორსა და კრიტიკოსს აერთიანებს.
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaსაქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
Грузия на 61-я Венецианской биеннале 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2026
საქართველო ვენეციის 61-ე ბიენალეზე
ვენეციის 61-ე ბიენალე მიმდინარე წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მთავარი თემაა „მინორულ ტონებში“ (In Minor Keys). სტუმრებისთვის ღია კარის დღეები 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0