წლის მთავარი სპორტული მოვლენა - მილანში ზამთრის ოლიმპიადა იწყება

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიმილანში ზამთრის ოლიმპიადა იწყება
მილანში ზამთრის ოლიმპიადა იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2026
გამოწერა
ოლიმპიადაზე საქართველოს რვა სპორტსმენი წარადგენს ორ დისციპლინაში - ფიგურულ სრიალსა და სამთო სათხილამურო სპორტში.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. მილანის ლეგენდარულ „სან-სიროს“ სტადიონზე 2026 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ბოლო რეპეტიციები დასასრულს უახლოვდება. ცერემონია 6 თებერვალს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
შოუს სცენარი საიდუმლოდ ინახება. მილანის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების 116 კომპლექტი გათამაშდება, რაც შვიდით მეტია პეკინში გამართულ წინა ოლიმპიადაზე.
საქართველოს ნაკრების მედროშეები ფიგურული მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იქნებიან. გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.
ოლიმპიადაზე საქართველოს რვა სპორტსმენი წარადგენს ორ დისციპლინაში - ფიგურულ სრიალსა და სამთო სათხილამურო სპორტში.
საქართველოს ნაკრები:
ლუკა ბერულავა - ფიგურული სრიალი;
ანასტასია მეტელკინა - ფიგურული სრიალი;
ნიკა ეგაძე - ფიგურული სრიალი;
ანასტასია გუბანოვა - ფიგურული სრიალი;
დიანა დევისი - ფიგურული სრიალი;
გლებ სმოლკინი - ფიგურული სრიალი;
ნინო წიკლაური - სამთო სათხილამურო სპორტი.
ლუკა ბუჩუკური - სამთო სათხილამურო სპორტი.
ოლიმპიადის პირველ დღეს ფიგურული სრიალის გუნდური შეჯიბრი დაიწყება. მოკლე პროგრამებით წარდგებიან ქალები, საცეკვაო და სპორტული წყვილები.
საქართველოს დელეგაციას თამაშებზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიას - ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტი და ოლიმპიური თამაშების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.
2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი სამ დისციპლინაში: სამთო სათხილამურო სპორტი, საციგაო სპორტი და ფიგურული სრიალი. გახსნის ცერემონიაზე მედროშეები სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0