იტალიაში საქართველოს მოქალაქე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს

© AP Photo / Cecilia Fabianoიტალიის პოლიცია
იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაცით, პოლიციელებმა მამაკაცი ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. იტალიის ქალაქ უდინეში 22 წლის ქართველი მამაკაცი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“ იტალიურ მედიაზე დაყდრდნობით.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ის ერთ-ერთ ბარში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და შეუსაბამოდ იქცეოდა.
კარაბინერები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, თუმცა მამაკაცი მათ თავს დაესხა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა.
გავრცელებული ინფორმაცით, პოლიციელებმა ის ელექტროშოკის გამოყენებით დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0