https://sputnik-georgia.com/20260528/qartuli-rvinis-sesaxeb-siujetebs-popularuli-italiuri-satelevizio-arxi-moamzadebs-298881874.html
ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტებს პოპულარული იტალიური სატელევიზიო არხი ამზადებს
ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტებს პოპულარული იტალიური სატელევიზიო არხი ამზადებს
Sputnik საქართველო
სიუჟეტი ქართული ღვინის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებსა და გასტრონომიას მიეძღვნება 28.05.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-05-28T11:35+0400
2026-05-28T11:35+0400
2026-05-28T11:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
იტალია
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_ce86d8b13935c3b9efeb7b13454a5fce.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტებს პოპულარული იტალიური სატელევიზიო არხი Gambero Rosso TV ამზადებს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.Gambero Rosso TV-ს გადამღები ჯგუფი საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმყოფებოდა. გადამღები ჯგუფის წევრები მიმდინარე წლის 8 მაისს ღვინის ეროვნული დღის საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ. ტელეარხის წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ეწვივნენ ქართული ღვინის მარნებს კახეთში, რაჭაში, ქართლსა და იმერეთში.ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და გასტრონომიის შესახებ სიუჟეტი ოთხი ეპიზოდისგან შედგება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Gambero Rosso TV ცნობილია მაღალი ხარისხის კონტენტით, რომელიც მოიცავს ღვინისა და გასტრონომიის თემებს. აღნიშნული ტელევიზიის აუდიტორია ძირითადად მეღვინეები, სომელიეები, რესტორატორები, ჰორეკა სექტორის პროფესიონალები და ღვინისა და გასტრონომიის ენთუზიასტები არიან. სააგენტოს განცხადებით, Gambero Rosso TV-ს მიერ მომზადებული სიუჟეტები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდასა და მისი უნიკალურობის აღიარებას. ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის, პოპულარიზაციასა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ მედია კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix და ა.შ.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259326096_235:0:2048:1360_1920x0_80_0_0_bdc2293ba81d7eb6260180f6dece6a53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იტალია , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველო, იტალია , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტებს პოპულარული იტალიური სატელევიზიო არხი ამზადებს
სიუჟეტი ქართული ღვინის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებსა და გასტრონომიას მიეძღვნება
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტებს პოპულარული იტალიური სატელევიზიო არხი Gambero Rosso TV ამზადებს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
Gambero Rosso TV-ს გადამღები ჯგუფი საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
გადამღები ჯგუფის წევრები მიმდინარე წლის 8 მაისს ღვინის ეროვნული დღის საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ.
ტელეარხის წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ეწვივნენ ქართული ღვინის მარნებს კახეთში, რაჭაში, ქართლსა და იმერეთში.
ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და გასტრონომიის შესახებ სიუჟეტი ოთხი ეპიზოდისგან შედგება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Gambero Rosso TV ცნობილია მაღალი ხარისხის კონტენტით, რომელიც მოიცავს ღვინისა და გასტრონომიის თემებს. აღნიშნული ტელევიზიის აუდიტორია ძირითადად მეღვინეები, სომელიეები, რესტორატორები, ჰორეკა სექტორის პროფესიონალები და ღვინისა და გასტრონომიის ენთუზიასტები არიან.
სააგენტოს განცხადებით, Gambero Rosso TV-ს მიერ მომზადებული სიუჟეტები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ზრდასა და მისი უნიკალურობის აღიარებას.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის, პოპულარიზაციასა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია თანამშრომლობს ისეთ მედია კომპანიებთან, როგორებიცაა CNN, CBS, Netflix და ა.შ.