SOCAR-ის ქართულმა შვილობილმა კომპანიამ იტალიური ბენზინის შემოტანა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2026
გამოწერა
5.000 ტონა მოცულობის საწვავი აკმაყოფილებს EN 228 ევროპულ სტანდარტს და საქართველოში SOCAR-ის გემით იქნა ტრანსპორტირებული.
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის შვილობილმა სტრუქტურა „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“ SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან მაღალი ხარისხის ბენზინის პირველი პარტია საქართველოში შემოიტანა, ნათქვამია კომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში.
5.000 ტონა მოცულობის საწვავი აკმაყოფილებს EN 228 ევროპულ სტანდარტს და საქართველოში SOCAR-ის გემით იქნა ტრანსპორტირებული. აღნიშნული მიწოდება „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა“ და Italiana Petroli-ს შორის პირველი კომერციული ტრანზაქციაა, რაც SOCAR-ის მიერ API Holding-ისგან იტალიური კომპანიის აქციების 99.82%-ის შეძენის შედეგია.
„Italiana Petroli-ს ნავთობგადამუშავებისა და ხარისხის კონტროლის გამოცდილების SOCAR-ის საერთაშორისო ინფრასტრუქტურასთან გაერთიანებით, ჩვენ საქართველოში საწვავის მომარაგების პორტფელს კიდევ უფრო ვამრავალფეროვნებთ“, - განაცხადა SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა.
SOCAR-მა Italiana Petroli-ს აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვა 2026 წლის 8 მაისს დაასრულა. კომპანია საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს.
ყველა ახალი ამბავი
0