https://sputnik-georgia.com/20260802/vin-miigebs-diushenis-sawinaagmdego-preparats-299927957.html
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საწინააღმდეგო პრეპარატი: ვინ მიიღებს მას?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საწინააღმდეგო პრეპარატი: ვინ მიიღებს მას?
Sputnik საქართველო
მიღწეული შეთანხმება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს საქართველოში მისცემს წვდომას თანამედროვე თერაპიაზე. 02.08.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-08-02T18:00+0400
2026-08-02T18:00+0400
2026-08-02T18:00+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/86/248118624_0:63:1848:1103_1920x0_80_0_0_419c61960b994c978f89d7fef0e1691c.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებლად სიარულის უნარი, პრეპარატ „ჯივინოსტატის“ მიღებას შეძლებენ, განაცხადეს იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია „იტალფარმაკოში“ (Italfarmaco).საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომია ევროკომისიის მიერ 2025 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.მიღწეული შეთანხმება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს საქართველოში მისცემს წვდომას თანამედროვე თერაპიაზე და წარმოადგენს კომპანიის, ჯანდაცვის სამინისტროსა და პაციენტთა წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის შედეგს. „იტალფარმაკოს“ (Italfarmaco Group) გენერალურმა დირექტორმა, ფრანჩესკო დი მარკომ განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება ასახავს ჯანდაცვის სამინისტროს მისწრაფებას, გააუმჯობესოს იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანების დახმარების ხარისხი. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება პრეპარატის აღიარების შესახებ ეფუძნება მასშტაბური კლინიკური კვლევის შედეგებს. კვლევის ფარგლებში მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად გადანაწილდნენ, ამასთან, არც ექიმებმა და არც პაციენტებმა არ იცოდნენ, ვინ იღებდა პრეპარატს და ვინ — პლაცებოს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 6 წლის და უფროსი ასაკის 179-მა ბიჭმა, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი. კორტიკოსტეროიდებით სტანდარტულ თერაპიასთან ერთად, მონაწილეები დღეში ორჯერ იღებდნენ ან „გივინოსტატს“, ან პლაცებოს. კომპანიის მონაცემებით, კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც „გივინოსტატს“ იღებდნენ, მნიშვნელოვნად უკეთ ართმევდნენ თავს ოთხ საფეხურზე ასვლის ტესტს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ასევე, დადებითი შედეგები დაფიქსირდა მოტორული (მოძრაობითი) ფუნქციების შეფასებისას. კერძოდ, პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, მოძრაობითი შესაძლებლობების შემცირება 40%-ით ნაკლები იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფის მონაწილეებში. მკვლევართა აზრით, ეს შეიძლება მოწმობდეს პრეპარატის უნარზე, შეანელოს დაავადების პროგრესირება. კვლევის შედეგები 2024 წლის მარტში სამეცნიერო ჟურნალში The Lancet Neurology გამოქვეყნდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატების შესყიდვაზე აქტიური მოლაპარაკებები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. მშობლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ივნისის პირველ რიცხვებში აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მიაღწიეს. ამის შემდეგ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან (შიო III) შეხვედრის შემდეგ, პროტესტი შეწყდა და ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე. დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24811/86/248118624_147:0:1702:1166_1920x0_80_0_0_aea5909fb08f229c350b5ea811adb30c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის საწინააღმდეგო პრეპარატი: ვინ მიიღებს მას?
მიღწეული შეთანხმება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს საქართველოში მისცემს წვდომას თანამედროვე თერაპიაზე.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 6 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტისთვის ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ დამოუკიდებლად სიარულის უნარი, პრეპარატ „ჯივინოსტატის“ მიღებას შეძლებენ, განაცხადეს იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია „იტალფარმაკოში“ (Italfarmaco).
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომია ევროკომისიის მიერ 2025 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
მიღწეული შეთანხმება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს საქართველოში მისცემს წვდომას თანამედროვე თერაპიაზე და წარმოადგენს კომპანიის, ჯანდაცვის სამინისტროსა და პაციენტთა წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის შედეგს.
„იტალფარმაკოს“ (Italfarmaco Group) გენერალურმა დირექტორმა, ფრანჩესკო დი მარკომ განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება ასახავს ჯანდაცვის სამინისტროს მისწრაფებას, გააუმჯობესოს იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანების დახმარების ხარისხი.
„ეს მიღწევა ასახავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცე მისწრაფებას, გააუმჯობესოს იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანებზე ზრუნვა, ასევე აჩვენებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჯანდაცვის სფეროს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დიუშენის საზოგადოებასა და „იტალფარმაკოს“ შორის მთელი ამ პროცესის განმავლობაში“, — განაცხადა დი მარკომ.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება პრეპარატის აღიარების შესახებ ეფუძნება მასშტაბური კლინიკური კვლევის შედეგებს. კვლევის ფარგლებში მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად გადანაწილდნენ, ამასთან, არც ექიმებმა და არც პაციენტებმა არ იცოდნენ, ვინ იღებდა პრეპარატს და ვინ — პლაცებოს.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 6 წლის და უფროსი ასაკის 179-მა ბიჭმა, რომლებსაც შენარჩუნებული ჰქონდათ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი. კორტიკოსტეროიდებით სტანდარტულ თერაპიასთან ერთად, მონაწილეები დღეში ორჯერ იღებდნენ ან „გივინოსტატს“, ან პლაცებოს.
კომპანიის მონაცემებით, კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც „გივინოსტატს“ იღებდნენ, მნიშვნელოვნად უკეთ ართმევდნენ თავს ოთხ საფეხურზე ასვლის ტესტს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ასევე, დადებითი შედეგები დაფიქსირდა მოტორული (მოძრაობითი) ფუნქციების შეფასებისას.
კერძოდ, პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, მოძრაობითი შესაძლებლობების შემცირება 40%-ით ნაკლები იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფის მონაწილეებში. მკვლევართა აზრით, ეს შეიძლება მოწმობდეს პრეპარატის უნარზე, შეანელოს დაავადების პროგრესირება.
კვლევის შედეგები 2024 წლის მარტში სამეცნიერო ჟურნალში The Lancet Neurology გამოქვეყნდა.
კომპანია „იტალფარმაკო“ (Italfarmaco), რომელიც 1938 წელს მილანში დაარსდა, არის კერძო საერთაშორისო ფარმაცევტული ჯგუფი, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. კომპანია ახორციელებს პრეპარატების შემუშავებას ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა იმუნოონკოლოგია, გინეკოლოგია, ნევროლოგია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და იშვიათი დაავადებები.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატების შესყიდვაზე აქტიური მოლაპარაკებები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. მშობლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ივნისის პირველ რიცხვებში აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მიაღწიეს. ამის შემდეგ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან (შიო III) შეხვედრის შემდეგ, პროტესტი შეწყდა და ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია – ეს არის მძიმე გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია იმ გენის დაზიანებით, რომელიც პასუხისმგებელია ცილა დისტროფინის გამომუშავებაზე. დაავადება თითქმის გამონაკლისის გარეშე ვლინდება ბიჭებში ადრეულ ასაკში: თავდაპირველად წარმოიქმნება სირთულეები სირბილისას და კიბეზე ასვლისას, დროთა განმავლობაში კი სისუსტე პროგრესირებს, რაც გავლენას ახდენს სიარულის უნარზე, ასევე გულისა და ფილტვების მუშაობაზე.
დღეისათვის დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, თანამედროვე მედიცინა მისი განვითარების შენელების საშუალებას იძლევა. საქართველოში, მედიის მონაცემებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაახლოებით 100 ბავშვია დაავადებული.