ინდოეთი, ანუ ინდოეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეორე ქვეყანაა მსოფლიოში. ინდოეთის დედაქალაქია ნიუ–დელი. ინდოეთი ორ საუკუნეზე მეტი ბრიტანეთის კოლონია იყო. დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყანა ერთ–ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა. ინდოეთის მოსაზღვრე ქვეყნებია პაკისტანი, ავღანეთი, ჩინეთი, ნეპალი, ბჰუტანი, მიანმა, ბანგლადეში. 1947 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ინდოეთი ორ ნაწილად – ინდოეთად და პაკისტანად გაიყო. ინდოეთის არის ფედერაციული რესპუბლიკა, ჰყავს სახელმწიფო მეთაური – პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური – პრემიერ–მინისტრი, საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი. ქვეყნის ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულებია 28 შტატი და შვიდი მოკავშირე ტერიტორია. ინდოეთი უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა. დიდი ინდოელები არიან: მაჰათმა განდი, ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა გადი, ვივეკანანდა, ჯიდუ კრიშნამურტი, რაბინდრანათ თაგორი, სალმან რუშდი, არიაბჰატა და სხვა.

გაეცანით სიახლეებს ინდოეთის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0